2014-06-25
II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა"
25 ივნისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
"სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა" გაიმართება.
კონფერენციის ძირითადი თემაა "ზღვა ინტერდისციპლინურ კონტექსტში", რითაც გვსურს სანაპირო სივრცის როლის წარმოჩენა სახელმწიფოთა, ხალხთა და კულტურათა პლანეტარული ინტეგრაციის ფონზე.
ასევე, კონფერენცია ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი მეცნიერის, პროფესორ გიორგი გეხტმანის თაოსნობით ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის დაარსების 90 წლისთავს.
კონფერენციაზე გათვალისწინებულია შემდეგი სექციების მუშაობა:
• გლობალიზაცია და რეგიონული კვლევები
• ეკონომიკა; საპორტო სისტემები, ტრანსპორტი და რეგიონული განვითარება
• საზოგადოებრივი გეოგრაფია, საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები
• სოციოლოგია, სემიოტიკა, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციები, ფსიქოლოგია
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი