2019-11-08
სარა ჯ. მაასის წიგნის „ეკლებისა და ვარდების სამეფო“ პრეზენტაცია
8ნოემბერს,17:00საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება გაიმართება სარა ჯ. მაასის წიგნის „ეკლებისა და ვარდების სამეფო“ პრეზენტაცია. აღნიშნული წიგნი გამოიცა ,,პალიტრა L’’-ის მიერ, ლიბერთინსის სერიის ფარგლებში. წიგნი გამოირჩევა უნიკალური დიზაინით. გამოცემა თარგმნა ნინო შეყილაძემ.
ღონისძიების სპიკერები იქნებიან პროექტის მენეჯერი გიორგი კიკაბიძე და მთარგმნელი ნინო შეყილაძე. პრეზენტაციაზე წიგნები გაიყიდება სპეციალური ფასდაკლებით.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.N1, თსუ პირველი კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი.