2019-11-21

Visionary Institute”-ის დამაარსებელი საიმონ მიჩელის საჯარო ლექცია

21 ნოემბერს, 14:00-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ბრიტანელი ბიზნესმენი, “Visionary Institute”-ის დამაარსებელი საიმონ მიჩელი, რომელიც გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას იმის თაობაზე, თუ როგორ დაარსა გლობალური ბიზნესი და დაეხმარა ქსელური მარკეტინგის ლიდერებს შეექმნათ და განევითარებინათ თავიანთი ბრენდები. იგი ასევე ისაუბრებს თუ რატომ აარჩია თბილისი ახალი ბიზნესის შესაქმენლად და რა დაბრკოლებებს უკავშირდება კომპანისს ზრდა-განვითარება.
„Visionary Institute” არის გლობალური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ფოკუსირებულია პიროვნულ და ბიზნეს განვითარებაზე. კომპანიის მიზანია მნიშვნელოვნად განავითაროს ადამიანების ცხოვრების ხარისხი და დაეხმაროს მათ სტრატეგიულად დაგეგმონ და მართონ თავიანთი ბიზნესი.
ამჟამად, ჩვენ ვმართავთ კლიენტების სოციალურ ქსელებს და ვეხმარებით მათ, რაც შეიძლება პროდუქტიულად გამოიყენონ ციფრული მედია თავიანთი ბიზნესის განსავითარებლად.
„Visionary Institute” -ის დამაარსებელი, საიმონ მიჩელი, არის ბრიტანელი ბიზნესმენი, საერთაშორისო სპიკერი და ბიზნესისა და ცხოვრების სტრატეგოსი. ამჟამად იგი ჩართული 1000 დღის გამოწვევაში, რაც გულისხმობს ყოველდღიურ ვიდეო დოკუმენტაციას იმისა, თუ როგორ ზრდის ბატონი საიმონი თავის კომპანიასა და ეხმარება ათასობით ადამიანს მსოფლიოს გარშემო ბიზნესის განვითარებაში.
ჩვენ გვაქვს ამბიცია, შევქმანთ საუკეთესო კომპნაია მსოფლიოში, რომელიც დაეხმარება ადამიანებს, შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, განვითარდნენ, მიყვნენ თავიანთ ოცნებებსა და მიაღწიონ დასახულ მიზნებს. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, დავეხმაროთ ლიდერებს სხვადასხვა სფეროებში, იქნება ეს ქსელური მარკეტინგი, ცხოვრებისეული ჩალენგების დაძლევა თუ რაიმე სხვა. ამასთან, იანვრიდან ჩვენი კომპანი აპირებს სხვადასხვა ბრენდების დალონჩვას, რაზეც უფრო ვრცლად ლექციაზე მოგიყვებით. თუ შენ გინდა, გახდე სწრაფადმზარდი კომპანიის ნაწილი, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანების დახმარებასა და განვითარებაზე, მაშინ ეს კომპანია შენთვისაა.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ხალხს რომლებიც მზად არიან დაეხმარონ ათასობით ადამიანს განავითარონ და მართონ ბიზნესი. ადამიანებს, რომლებსაც უნდათ იქონიონ გავლენა ბიზნეს სამყაროზე და არა მხოლოდ. ჩვენი მისიაა დავაარსოთ კომპანია საქართველოში, რომელიც დაგეხმარებათ იმის აღმოჩენაში თუ რისი კეთება გინდათ, რა არის თქვენი იდეალური პოზიცია, ის რაც აგაღელვებთ და გაგაბედნიერებთ.  
ჩვენთ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ორგანიზაციულ კულტურას. ეს არაა რიგითი სამსახური, სადაც ბოლომდე ვერ გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს. ჩვენ ვაფასებთ პიროვნულ ზრდას, პასუხისმგებლობის გრძნობას, მოტივაციასა და ენთუზიაზმს. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარი თავის გამოვლენის, რომლებიც არიან თავდაჯერებულები და გამბედავები, რომლებსაც უნდათ მწვერვალების დაპყრობა და მზად ვართ დაგეხმაროთ ამ ყველაფერში.
ამჟამად ვეძებთ: სოციალური მედიის მენეჯერს, სოციალური მედიის ასისტენტს, მარკეტინგის დეპარტანემტის მენეჯერსა და სტაჟიორს. აგრეთვე, თქვენ შეგიძლიათ ჩაეწეროთ სოციალური მედიის სასერტიფიკაციო პროგრამაში.
დამატებით კითხვებზე პასუხს საიმონ მიჩელი ლექციის მიმდინარეობისას გასცემს.


მისამართი: უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X კორპ. (მაღლივი კორპუსი) აუდიტორია #206.






« იხ. ყველა ანონსი