2019-12-15
საერთაშორისო კონფერენცია - „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები"
15 დეკემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება საერთაშორისო კონფერენცია „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები V - ისტორიული და ეტიმოლოგიური ლექსიკოგრაფიის საკითხები“.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ წამყვანი მეცნიერები საქართველოდან, შვედეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, სლოვენიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან.
სამეცნიერო კონფერენცია ეხება ენის კომპიუტერულ მოდელირებას, ენობრივ მონაცემთა ბაზებს, კორპუსის ლინგვისტიკას, კორპუსულ ლექსიკოგრაფიას, ისტორიული და ეტიმოლოგიური ლექსიკოგრაფიის აქტუალურ პრობლემებს. მისი ჩატარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც კომპიუტერული ლინგვისტიკის, ისე ეტიმოლოგიური და ლექსიკოგრაფიული კვლევების განვითარებას საქართველოში.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველ კორპუსი, 107-ე აუდიტორია.