2009-12-08
საქართველო-გერმანიის პარტნიორობა სამეცნიერო სფეროში
9 დეკემბერს 17:00 საათზე DAAD –ს თბილისის საინფორმაციო ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე – “
კორპორაცია საქართველოსთან მეცნიერების,ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში: ორმხრივი და ევროპული პერსპექტივები”. გერმანული კვლევითი ორგანიზაციების გარდა საუბარი შეეხება ევროპულ კვლევით პროექტებს. მოხსენებით გამოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი და იმავდროულად რეფერანტის ხელმძღვანელი მიხაილ შლიხტი. საინფორმაციო შეხვედრას დაესწრებიან სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა და უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, გაეროს აუდიტორია
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, გაეროს აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი