ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობდა 3 კანდიდატი - ასოცირებული პროფესორი მიხეილ ამაღლობელი, პროფესორი მანანა ხაჩიძე, ასოცირებული პროფესორი რამაზ ხომერიკი. ერთმა კანდიდატმა - დავით კერესელიძემ მოხსნა კანდიდატურა. არჩევნების შედეგედ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა ასოცირებულმა პროფესორმა რამაზ ხომერიკმას დაიკავა.
არჩევნებში მონაწილე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 34 წევრიდან 25-მა ამომრჩეველმა რამაზ ხომერიკის სასარგებლოდ მისცა ხმა. დანარჩენ კანდიდატებზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: მანანა ხაჩიძე - 6 ხმა, მიხეილ ამაღლობელი - 1 ხმა.