2017-04-03
წიგნების: „ნართების თქმულებები ბავშვებისათვის“ და „ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონის“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნების:„ნართების თქმულებები ბავშვებისათვის“ და „ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, სტუდენტები, პროფესორები, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები საქართველოში, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
“დღეს პირველად გამოიცა ნართების ეპოსი ბავშვებისათვის ადაპტირებული და ილუსტრირებული. ნართების ეპოსის ასეთი გამოცემა ნამდვილად განსაკუთრებულია. ეს ეპოსი ეკუთვნით ბავშვებს, ახალგაზრდებს, მოზარდებს, რომლებიც თვითონ წაიკითხავენ და გაეცნობიან იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ნართების ეპოსშია მოთხრობილი. ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონის ახალი, მესამე გამოცემა კი სწორედ იმას მოწმობს, რომ ამ მიმართულებით გაწეული ქართველი და ოსი მეცნიერების შრომამ ნამდვილად დაიმსახურა სათანადო ყურადღება და აღიარება. ჩვენი უნივერსიტეტისათვის ეს კიდევ ერთი წარმატებაა, რადგან ამ წიგნების მომზადებაში მონაწილეობდნენ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერები”,-აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა.
თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ნაირა ბეპიევას განცხადებით, „აქამდე ოსურ-ქართული და ქართულ-ოსური ლექსიკონის მსგავსი ტიპის ლექსიკონი არ არსებობდა. იგი დააინტერესებს როგორც მეცნიერებს, ასევე მწერლებს, მთარგმნელებს და ამ ენით დაინტერესებულ საზოგადოებას. ლექსიკონები ხელს უწყობს ორივე ენის პოპულარიზაციას. ჩვენ ქართველები და ოსები ვთანამშრომლობდით და ერთად შევასრულეთ ეს მისია. დღეს ასევე გვაქვს პრეზენტაცია წიგნის „ნართების თქმულებები ბავშვებისათვის“, რომელიც გახლავთ მსოფლიოს საგანძურის კრებული. კრებულში გამოხატულია კაცთმოყვარეობა, მოძმის თანადგომა.“
„წარმოდგენილი გამოცემების მიზანია გადაკვეთოს კონფლიქტის ხაზი და უფრო მეტი ურთიერთობა, თანამშრომლობა დაამყაროს ქართველებსა და ოსებს შორის. მოხარულნი ვართ, რომ ასეთი გამოცემების ხელშეწყობით საკუთარი წვლილი შეგვაქვს ნდობის აღდგენაში,“- აღნიშნა შომბი შარპმა გაეროს განვითრების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.
„ჩვენთან ოსური ენის შესწავლის ტრადიცია არსებობს. ჯერ კიდევ გიორგი ახვლედიანი იყო პირველი ვინც ოსურის შესწავლა დაიწყო. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორც სამეცნიერო, ასევე პოლიტიკურიც. ჩვენ უნდა დავანახოთ ჩვენს მეგობარ ოს ხალხს, ჩვენს ღვიძლს, რომ ოსებისადმი სიყვარული ქართველობას აქვს. ამ წიგნების პრეზენტაცია ამის დადასტურებაა,“- აღნიშნა პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ.
წიგნები გამოიცა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის COBERM-ის ფინანსური მხარდაჭერით ა(ა)იპ „კავკასიური მოზაიკას“ პროექტის ფარგლებში.
ნართების ეპოსი ბავშვებისათვის ადაპტირებული სახით პირველად ქვეყნდება. ნართების თქმულებები და ზღაპრები სპეციალურად პატარა მკითხველებისთვის გადამუშავდა და ითარგმნა. წიგნი გაფორმებულია ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევრებით.
ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები პირველად 2012 წელს გამოიცა. 2016 წლის ბოლოს მომზადდა ლექსიკონის მესამე, შევსებული და შესწორებული გამოცემა.
პრეზენტაცია ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ნართების“ კონცერტი.

« იხ. ყველა სიახლე