2014-12-23
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლები უკრაინის უნივერსიტეტებში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა გამოფენა
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლები უკრაინის უნივერსიტეტებში“. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხარკოვისა და ოდესის უნივერსიტეტებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში მოძიებული ფოტო და დოკუმენტური მასალა უნივერსიტეტის დამფუძნებლების - პეტრე მელიქიშვილის, გიორგი ახვლედიანისა და დიმიტრი უზნაძის მოღვაწეობაზე. აგრეთვე, გამოიფინება ფოტოები და დოკუმენტები ცნობილი ქართველი ქიმიკოსის, ოდესის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვასილ პეტრიაშვილის პირადი ფონდიდან.
თსუ მუზეუმის ხელმძღვანელის მაია გურაბანიძის განცხადებით, „მუზეუმში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს უნივერსიტეტის დამფუძნებლების ბიოგრაფიისა და მათი სამეცნიერო კუთხით შესწავლის თვალსაზრისით . ამ კვლევების დროს გამოირკვა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის დამფუძნებლების უმრავლესობამ სწავლა-განათლება მიიღო ოდესისა და ხარკოვის უნივერსიტეტებში. ჩვენმა თანამშრომელმა ძალიან საინტერესო მასალა ჩამოიტანა იმ პერიოდისა, როდესაც პეტრე მელიქიშვილი სწავლობდა, მუშაობდა და ცხოვრობდა ოდესაში, ასევე გიორგი ახვლედიანის შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ჩამოვიტანეთ.“
„განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ჩვენი მუშაობა ოდესის უნივერსიტეტში, საიდანაც ჩამოვიტანეთ 1700-მდე დოკუმენტი უნივერსიტეტის რექტორის პეტრე მელიქიშვილის და უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის ვასილ პეტრიაშვილის ფონდებიდან. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ხარკოვში მუშაობაც. იმის გამო რომ ხარკოვის უნივერსიტეტის არქივი 1943 წელს სრულად განადგურდა, ამ რაოდენობის დოკუმენტების ჩამოტანა არ მოხერხდა, მაგრამ რაც ჩამოვიტანეთ ძალიან მნიშვნელოვანია გიორგი ახვლედიანისა და დიმიტრი უზნაძის ხარკოვში მოღვაწეობის პერიოდის აღსადგენად. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი გაგრძელდება. შემდგომში ვეწვევით კიევს, სადაც ინახება კორნელი კეკელიძის პირადი ფონდი და მომავალ წელს დაგეგმილია ამ ფონდის ჩამოტანაც,“-აღნიშნა გამოფენის ორგანიზატორმა, თსუ მუზეუმის თანამშრომელმა რომან აფაქიძემ.
გამოფენილ მასალას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტის დამფუძნებლების ბიოგრაფიის მკვლევართათვის, ზოგადად უნივერსიტეტის ისტორიისთვის. გამოფენა 29 დეკემბრამდე გასტანს.

« იხ. ყველა სიახლე