2015-04-03
ქართველი ძიუდოისტების შეხვედრა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ქართველი ძიუდოისტები, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ნაკრების მწვრთნელთა კორპუსი მონაწილეობდნენ.
ქართველი ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ფედერაციის წარმომადგენლები სტუდენტებს მიღწეულ შედეგებზე, ნაკრების მომავალ გეგმებზე, ვერჯიშის რეჟიმზე, სპორტული ცხოვრების წესზე და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის ინფორმაციით, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და დავით ქევხიშვილი სოციალურად შეჭირვებულ ოთხ სტუდენტს სწავლის გადასახადს დაუფინანსებენ.
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის შალვა საბაურის განცხადებით, „სტუმრად გვყავდა ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები, მოქმედი სპორტსმენები, ჩემპიონები. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჩვენს გარშემო ხალხს აკლია წარმატებისკენ ლტოლვა და ჟინი, საჭიროა შრომისმოყვარეობა და წარმატება თავად მოგაკითხავს. სწორედ, ქართველი ძიუდოისტები არიან ამის მაგალითები.“
„ დღევანდელი დღე შედგა, ჩვენი ურთიერთობა უნივერსიტეტთან კვლავ გაგრძელდება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ შეიქმნება ერთობლივი პროექტები. აღსანიშნავია, რომ ბიჭების სურვილია დაეხმარონ სოციალურად შეჭირვებულ სტუდენტებს. ეს არ იქნება ერთჯერადი დახმარება და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ქართველი ახალგაზრდების განათლებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, -აღნიშნა ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.
„მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ სტუდენტს. სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია ხალხის სიყვარული, როცა წარმატების შემდეგ ხალხს უყვარხარ და გყავს გულშემატკივარი. როცა ეს ხალხი შენს უკან დგას - შენს თავს აღარ ეკუთვნი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათ გასახარად,“- განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა.
ღონისძიება თსუ იურიდიული ფაკულტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.

« იხ. ყველა სიახლე