2015-10-16

იოსებ ყიფშიძე - 130

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იოსებ ყიფშიძის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მომზადებული თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქართველი ენათმეცნიერის, ფილოლოგის, ქართული ენის პირველი პროფესორის იოსებ ყიფშიძის თხზულებათა კრებულის პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა.    
„იოსებ ყიფშიძე უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მან საკმაოდ საინტერესო მემკვიდრეობა დაუტოვა ქართველ სპეციალისტებს. დღეს უნივერსიტემა კიდევ ერთხელ გაიხსენა იგი და პატივი მიაგო მას, გამოვეცით მისი თხზულებები, რომელიც ფართო წრისთვის იქნება ხელმისაწვდომი“,-განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
,,უნივერსიტეტის დაარსების ისტორიაში ივანე ჯავახიშვილის შემდეგ ყველაზე დიდი ტვირთი ზიდა იოსებ ყიფშიძემ, ის ყველა საქმესთან უშუალოდ იყო დაკავშრებული. სამწუხაროდ, მისი საქმიანობა ძალიან ადრე შეწყდა, თუმცა მან შემოქმედების სახით ძალიან დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა“,- აღნიშნა პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იოსებ ყიფშიძის ბიოგრაფიული-სამეცნიერო მოღვაწეობისა და უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებული უცნობი ხელნაწერები და ფოტო-მასალა.
წიგნი ,,თხზულებანი“ თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით გამოიცა. გამოცემა სრულად წარმოგვიდგენს იოსებ ყიფშიძის სამეცნიერო, საზოგადოებრივი მოღვაწეობის  ამსახველ მასალასა და ეპისტოლურ მემკვიდრეობას. მისივე ინიციატივით მოხდა დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან პროფესორ იოსებ ყიფშიძის ნეშტის გადმოსვენება, მემორიალური კუთხის მოწყობა, საფლავზე ძეგლის დადგმა და იოსებ ყიფშიძის გარდაცვალებიდან 95-ე წლისთავის აღსანიშნავად სამეცნიერო კონფერენციის გამართვა.


Print

« იხ. ყველა სიახლე