2015-07-05

„ვკითხულობთ რომანტიზმს (ფრანგული რომანტიზმი და ქართველი პოეტი ნ. ბარათაშვილი)“

5 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საფრანგეთში მყოფ ქართველთა სათვისტომოს და თბილისში ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ინიციატივით საღამო „ვკითხულობთ რომანტიზმს (ფრანგული რომანტიზმი და ქართველი პოეტი ნ. ბარათაშვილი)“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ორ საუკეთესო სტუდენტს სალომე გაბელიას და ელენე დევნოზაშილს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია გადაეცა. სტიპენდია, რომელიც თსუ-სა და საფრანგეთში მყოფ ქართველთა სათვისტომოს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებშია დაარსებული, სტუდენტებს საფრანგეთში მყოფ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტმა ოთარ ზურაბიშვილმა  გადასცა.
„ასეთი ღონიძიება საჭიროა საქართველოს გახსნილობისათვის ევროპასა და მსოფლიოში. ჩვენ ამ ამით  ბიძგს ვაძლევთ ქართულ კულტურას განვითარებისთვის. ეს არ არის ერთჯერადი ღიონისძიება. უკვე რამდენიმე წელია ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება. მომავალი წლიდან ამ ღონისძიებას ახალი სახე მიეცემა და დაწესდება სპეციალური პრიზი, რომლის დიზაინიც უკვე შემუშავებულია“,- განაცხადა საფრანგეთში მყოფ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტმა ოთარ ზურაბიშვილმა.
საღამო „ვკითხულობთ რომანტიზმს (ფრანგული რომანტიზმი და ქართველი პოეტი ნ. ბარათაშვილი)“  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნანა გუნცაძის, საფრანგეთში მყოფ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტ ოთარ ზურაბიშვილის, თბილისში ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენელ თამარ ღარიბაშვილის ორგანიზებით ჩატარდა.
Print

« იხ. ყველა სიახლე