ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ-ის რექტორის არჩევნები დანიშნა. აკადემიური საბჭოს დადგენილებით რექტორის არჩევნები
2010 წლის 27 დეკემბერს ჩატარდება. კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ამავე დროს, აკადემიურმა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. კანდიდატთა რეგისტრაცია 11 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს. კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანცლერის კანდიდატურა წარმომადგენლობით საბჭოს 5 ნოემბრამდე წარედგინება.