2015-05-11

გერმანიისა და ბოლონიის პროცესის აღმოსავლელ წევრ ქვეყანათა უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობის ფორუმი თსუ-ში

11 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   ბოლონიის პროცესში მონაწილე აღმოსავლეთის ქვეყნების  უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობის ფორუმი გაიხსნა. ფორუმის ორგანიზატორია გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD).  
ფორუმში საქართველოს, გერმანიის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სათაო ოფისის თანამშრომლები, გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს წარმომადგენლები   მონაწილეობენ. ფორუმის მიზანია გერმანულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.
თსუ რექტორის მოადგილის იოსებ სალუქვაძის განცხადებით, „ძალიან საინტერესო ფორუმი იწყება, რომელიც ეძღვნება გერმანიის თანამშრომლობას უმაღლესი განათლების სფეროში აღმოსავლეთ ევროპის, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა სივრცის უნივერსიტეტებთან. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანულ უნივერსიტეტებთან თნამშრომლობას, რადგან გერმანია ლიდერი ქვეყანაა, რომელიც ინტენსიურად ამყარებს კონტაქტებს თსუ-სთან. იგულისხმება სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლა და რაც ყველაზე დასაფასებელია, ერთობლივი პროექტები და სასწავლო პროგრამები. ინტერნაციონალიზაცია თსუ-ს მოდერნიზაციის პროგამაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და ამაში გერმანიის უნივერსიტეტები დაგვეხმარებიან.“
„კონფრენცია იმართება გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ორგანიზებით და მიზნად ისახავს უნივერსიტეტების და ბოლონიის სივრცის აღმოსავლეთ ქვეყნების სასწავლო პროგრამების ერთმანეთთან უფრო მჭიდრე შეკავშირებას. ჩამოსული არიან გერმანიის, ასევე ბოლონიის სივრცის უნივერსიტეტების წარმომადგენლები,“- აღნიშნა  გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს წარმომადგენელმა პიტერ ჰასენბახმა.
თანამშრომლობის ფორუმის წარმომადგენლები თსუ-ს შემდეგ ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტსა და თვისუფალ უნივერსიტეტში გამართავენ შეხვედრებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე