2015-05-25

"Smart-up Georgia"-ს დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოება

19 მაისს ესტონურ-ქართული პროექტის "Smart-up Georgia"-ს დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა „F.I.T“, რომლის ბიზნეს იდეა გულისხმობს ხილის ჩიფსების წარმოებას უნიკალური  ტექნოლოგიების გამოყენებით.  
მეორე ადგილზე გუნდი „RooRy“ გავიდა, რომლის  ბიზნეს იდეა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით შეიმუშაოს და შეიძინოს სასურველი დიზაინის დეკორატიული შპალერები.
მესამე ადგილზე - გუნდი ,,AbracaDabra“, რომელიც თავის მომხმარებელს შესთავაზებს ონლაინ პლატფორმას ნახევარგანაკვეთიანი დასაქმების შესაძლებლობებზე.
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ ფულადი პრიზი (I ადგილი - 5000 ლარი II  ადგილი - 3000 ლარი,  III ადგილი- 2000 ლარი) და 8-15 ივნისს სასწავლო ტურით გაემგზავრებიან ესტონეთში.
ფინალურ ტურში 11 გუნდი მონაწილეობდა. სულ კონკურსში საქართველოს 21 უნივერსიტეტის 133 ბიზნეს პროეტი იყო წარდგენილი საიდანაც შემდეგ ეტაპზე მხოლოდ 20 გადავიდა.
პროექტი ,,Smart-up Georgia” ესტონური კომპანია BDA Consulting OÜ-ის მიერ არის ინიცირებული და  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ტრენინგ-პროგრამების საშუალებით სტუდენტების მომზადება მცირე ბიზნესის განსავითარებლად.

Print

« იხ. ყველა სიახლე