2015-07-06
თსუ ფსიქოლოგები სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებმა 13-14 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მოზრდილებს ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიეს.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციასთან, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტსა და ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრთან ერთად სტიქიის პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო სტიქიით დაზარალებულთა ფსიქოლოგიური დახმარების პროცესში.
ბაკალავრიატის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციასთან ერთად, დეტალურად აღწერეს სასტუმროებში განლაგებული სტიქიით დაზარალებულთა ფსიქოლოგიური და სხვა საჭიროებები. მათი მონაცემებით, სტიქიით დაზარალებულთა შორის დაახლოებით 55 ბავშვია ჩვილობიდან 17 წლამდე. გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარება 5 ბავშვს დასჭირდა.
დაზარალებული ბავშვების ფსიქოლოგიური მომსახურებისათვის საჭირო რესურსების მოძიებაში აქტიურად იყო ჩართული ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თამარ გაგოშიძე. ადგილზე ბავშვებს პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიეს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოთერაპევტმა მზია დალაქიშვილმა და ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა.
პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება ზრდასრულ პირებსაც აღმოუჩინეს. სპეციალისტები მათთან ჯგუფურ სამუშაოებს ატარებენ, რომელსაც კოორდინირებას ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის ხელძღვანელი მედეა დესპოტაშვილი უწევს.
ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია და ფაკულტეტის 11 მოხალისე სტუდენტი ჩართულია „13 ივნისი - ფსიქოლოგიური დახმარება“ კოალიციურ პროექტში, რომელიც ბავშვებს საინტერესო სახელოვნებო აქტივობებს კუს ტბაზე კაფე „ვიტამინის კუბების“ განკუთვნილ ფართზე სთავაზობს. ამ კოალიციაში გაერთიანებული ორგანიზაციები და სპეციალისტები სტიქიით დაზარალებული ბავშვების ჯგუფებს 1 ივლისიდან ემსახურებიან. პროექტი ითვალისწინებს სახალისო სახვითი და თეატრალური ხელოვნების აქტივობებს, აქტიური ფიზიკური და სოციალურ-როლური თამაშების ორაგნიზებას, რაშიც ფსიქოლოგი სტუდენტები მოხალისეების სტატუსით მონაწილეობენ.

« იხ. ყველა სიახლე