2015-07-07
სტუდენტური კონკურსის „თაობა L” დაჯილდოების ცერემონია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურულ-შემეცნებითი კონკურსის "თაობა L" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პროექტის გამარჯვებულმა
ინგა ანთიძემ გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ დაწესებული მთავარი პრიზი - 1000 ლარი მიიღო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობის სპეციალური პრიზებით პროექტის ყველა ფინალისტი დაჯილდოვდა.
„ძალიან საინტერესო პროექტია "თაობა L", რადგანაც ის ხელს უწყობს სტუდენტების მიერ მეტი მხატვრული ლიტერატურის კითხვას, პროექტი საშუალებას აძლევთ გაიაზრონ და თავისი შეხედულებები ჩამოაყალიბონ ამა თუ იმ კლასიკოსის ნაწარმოებზე. კონკურსი გამომცემლობა პალიტრა L-თან ერთად უკვე მეორე წელია ხორციელდება საკმაოდ წარმატებულად, სტუდენტების მხრიდან დიდი დაინტერესებაა და ჩვენი უნივერსიტეტის ამოცანაა, ეს პროექტი გაგრძელდეს მომავალშიც“,- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმედ პაპავამ.
„დღეს დასრულდა "თაობა L"ის კონკურსი, რომელშიც თავდაპირველად 1200-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. გამომცემლობამ პალიტრა L გამარჯვებულს საჩუქრად 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა, დანარჩენ სხვა 9 ფინალისტს კი წიგნები. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას თსუ-სთან და ვიქნებით ამ პროექტის პარტნიორები“ - აღნიშნა გამომცემლობა პალიტრა L -ის მარკეტინგის მენეჯერმა სოფო საყევარაშვილმა. პროექტის გამარჯვებულის ინგა ანთიძის თქმით, „როგორც მკითხველითვის, ასევე როგორც კონკურსის მონაწილისთვისაც, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში გამარჯვება. წიგნების კითხვა ბავშვობიდან მიყვარდა და სწორედ ამიტომ მივიღე მონაწილეობა "თაობა L"-ის კონკურსში. გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ“.
დაჯილდოების შემდეგ გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია "გზა" გაიმართა, რომელიც წიგნიერების მნიშვნელობას მიეძღვნა.
„მე მგონია, რომ ეს არიას ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია უშუალოდ წიგნიერების პოპულარიზაციის კუთხით და ასევე სტუდენტების წახალისებასაც გულისხმობს. ჩემი ლექცია გარკვეულწილად უკავშირდება იმ წიგნებს, რომლების წარმოდგენილი იყო ამ კონკურსზე, მთავარი თემა კი ითვალისწინებს გზის ფენომენს ლიტერატურაში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.
შემეცნებითი პროექტი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის 23 აპრილს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. კონკურსანტები რამდენიმე დღის ინტერვალით პროექტისათვის შერჩეულ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ მათთვის მომზადებულ ტესტებს წერდნენ. საერთო რეიტინგში ყველაზე მაღალი - 10 ქულის მქონე კონკურსანტები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ.
პროექტის ორგანიზატორებმა სხვადასხვა ჟანრის და სტილის წიგნები შეარჩიეს:1. დეიდა ტულა (მიგელ დე უნამუნო)2. დიდი გეტსბი (ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი)3. მაკულატურა (ჩარლზ ბუკოვსკი)4. მექანიკური ფორთოხალი (ენტონი ბერჯესი)5. მობი დიკი (ჰერმან მელვილი)6. ოსტენდელი მეოცნებე (ერიკ ემანუელ შმიტი)7. ცხოველების ფერმა (ჯორჯ ორუელი) 8. ფირმა (ჯონ გრიშემი)9. ძაღლის გული (მიხაილ ბულგაკოვი)10. ბაბუაწვერას ღვინო (რეი ბრედბერი)
პროექტის თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა ტურის ლიდერი, რომელიც სამახსოვრო საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა, კონკურსის ფარგლებში ჩატარდა 8 ონლაინ ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც პრიზებს და დამატებით 2 ქულას იღებდნენ. პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „პალიტრა L“ უკვე მეორე წელია ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

« იხ. ყველა სიახლე