2010-05-11
თსუ-ს ახალი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები – ”საერთაშორისო ურთიერთობები” და ”გენდერის კვლევა”
11 მაისს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ახალი პროექტის - საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების ”საერთაშორისო ურთიერთობებისა” და ”გენდერის კვლევის” პრეზენტაცია შედგა.
„საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოში სოციალური მეცნიერებების განვითარებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისათვის. წარმოდგენილი სადოქტორო პროგრამების ფორმატი და შინაარსი შეესაბამება დასავლეთის უნივერსიტეტებში სადოქტორო სწავლების პროგრამებს“, – აღნიშნა პრეზენტაციაზე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ხელმძღვანელმა მარინე ჩიტაშვილმა.
ახალი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების სწავლება დაიწყება 2010 – 2011 სასწავლო წლიდან.
აღნიშნული პროგრამების განვითარებასა და დანერგვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ახორციელებს. პროექტი 2004-2009 წლებში ცენტრის მიერ თსუ-ში განხორციელებული პროექტის – ”სოციალური მეცნიერებების მხარდაჭერა” გაგრძელებას წარმოადგენს.
პრეზენტაციაზე ორი ახალი პროგრამის კურუკულუმი ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნილ მაკფარლეინმა და თსუ–ს ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ცხადაძემ წარადგინეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია იხილეთ დანართის სახით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა სიახლე