ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-01-17

დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის დელეგაცია ეწვია. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCD) პრეზიდენტთან პროფესორ ენდრიუ  დიკსთან, კოლეჯის  რეგიონულ მენეჯერთან ეისლინგ ტიერნანთან, არქიტექტურის სკოლის დირექტორთან, პროფესორ დევიდ ფიცპატრიკთან და საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან ნინო ჭელიძესთან გამართეს შეხვედრა.

შეხვედრაზე მხარეებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს. 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში თსუ-ს ორი სტუდენტი გაემგზავრა. დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯთან მოლაპარაკებების შედეგად, ირლანდიური მხარე კვლავ აპირებს განაცხადის გაკეთებას ეროვნული ერაზმუს+ პროგრამის სააგენტოში 2017-2019 წლების დაფინანსების მოსაპოვებლად.

შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წარმომადგენლები გოგონათა ტრადიციული მუსიკის ანსამბლის "თსუ გორდელას“ რეპეტიციას დაესწრნენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე