2016-12-15

კონფერენცია ,,მშობლებისა და სპეციალისტების თანამშრომლობის როლი უსინათლო ბავშვის განათლების პროცესში"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აღმოსავლეთ ევროპის მე-7 საერთაშორისო კონფერენციას ,,მშობლებისა და სპეციალისტების თანამშრომლობის როლი უსინათლო ბავშვის განათლების პროცესში უმასპინძლა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მოწვეული სტუმრები ჰოლანდიიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და საბერძნეთიდან დაესწრნენ.

კონფერენციის მონაწილეებს, საქართველოს პრეზიდენტის მისასალმებელი მიმართვა გააცნეს. როგორც გიორგი მარგველაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, უსინათლოთა განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

კონფერენცია მიზნად ისახავს უსინათლოთა განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, მშობლების და სპეციალისტების გაძლიერებას, სამომავლო თემების გამოკვეთას და მთავრობის რეკომენდაციების შემუშავებას.

კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, საქართვრელოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის და თბილისის 202-ე უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა სკოლის მხარდაჭერით გაიმართა.
Print

« იხ. ყველა სიახლე