2015-06-03
სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტის გახსნა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიხსნა არქიტექტორ სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტი. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტში არსებობს ტრადიცია პატივი მივაგოთ უნივერსიტეტის დამაარსებლებს, ამ შენობის შემქმნელებს. სვიმონ კლდიაშვილი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის არქიტექტორი და მშენებელია, შენობის, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის და საქართველოში უმაღლესი განათლების სიმბოლოა.“
„ამ წელს აღვნიშნავთ სვიმონ კლდიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს. ამ თარიღს სხვადასხვა ღონისძიებეს მივუძღვნით. მიხარია, რომ უნივერსიტეტის ეზოში გაიხსნა ამ შენობის არქიტექტორის ბიუსტი. სექტემბერში გაიმართება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება სვიმონ კლდიაშვილის ნახაზები, პროექტები, შენობების ფოტოები,“- აღნიშნა სვიმონ კლდიაშვილის საიუბილეო ღონისძიებების ჯგუფის წევრმა, თსუ კურსდამთვრებულმა, ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრმა სალომე ჭანტურიძემ.
თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ბრძანებით, თსუ-ში 2015 წელი გამოცხადდა ცნობილი ქართველი არქიტექტორის, თსუ პირველი კორპუსის ამშენებლის სვიმონ კლდიაშვილის წლად.
საიუბილეო წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება: სვიმონ კლდიაშვილის არქიტექტურული ნამუშევრების ფოტოგამოფენა და ფოტოალბომის მომზადება; სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით - „XIX-XX საუკუნეების არქიტექტურა და თანამედროვე გამოწვევები“; დოკუმენტური ფილმი სვიმონ კლდიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
სათავადაზნაურო გიმნაზიის მთავარი შენობის მშენებლობა იმდროისთვის ახალგაზრდა, მაგრამ ცნობილმა არქიტექტორმა სვიმონ კლდიაშვილმა 1900 წელს დაიწყო და 1906 წელს დაასრულა. 1918 წელს გიმნაზიის შენობის ნაწილში გაიხსნა პირველი ქართული და კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი. 1920 წლიდან მთელი შენობა უნივერსიტეტს დაეთმო.

« იხ. ყველა სიახლე