2010-05-24
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია
24 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს პირველი რესპუბლიკა და დამფუძნებელი კრების მოღვაწეობა“ გაიმართა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად კონფერენციის ორგანიზატორი გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოება იყო. კონფერენციაზე მოხსენებით თსუ–ს პროფესორები ბონდო კუპატაძე და დიმიტრი შველიძე წარსდგნენ.
სამეცნიერო კონფერენცია პირველი დემოკრატიული მთავრობის წევრის გრიგოლ ლორთქიფანიძის მოღვაწეობას, პირველი რესპუბლიკის შექმნას და დამფუძნებელი კრების მოღვაწეობას მიეძღვნა.
„საქართველოსთვის 26 მაისი განსაკუთრებული ნიშანსვეტია, ამ დღეს ქართველმა ხალხმა აისრულა თავისი ოცნება. ქართველები ოდითგანვე ხმლით და კალმით იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის და 1918 წლის 26 მაისს ეს დამოუკიდებლობა მოვიდა. ვფიქრობ, დღევანდელმა თაობამ უფრო მეტი უნდა იცოდეს ამ ბრძოლის და გამარჯვების შესახებ“, – აღნიშნა გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების პრეზიდენტმა პაატა სურგულაძემ.
გრიგოლ ლორთქიფანიძე იყო პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. 1918-1921 წლებში, სხვადასხვა დროს, საქართველოს სამხედრო და განათლების მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავა. გრიგოლ ლორთქიფანიძე იყო დროებითი მთავრობის წევრი, რომელიც ემიგრაციაში არ გაყვა იმჟამინდელ ხელისუფლებას.
კონფერენციაზე საქართველოს ეროვნული არქივის ფოტოებიც იქნა ნაჩვენები. ასევე გაჟღერდა ახალი იდეის შესახებაც – უახლოეს მომავალში პირველი რესპუბლიკის შემსწავლელი სპეციალური სამეცნიერო ცენტრი შეიქმნება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა სიახლე