2015-04-16
ხუთენოვანი – ქართულ-მეგრულ-ლაზურ-სვანურ-ინგლისური ლექსიკონის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხუთენოვანი - ქართულ-მეგრულ-ლაზურ-სვანურ-ინგლისური ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში შვეიცარიის სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება, ბატონი გიუნტერ ბეხლერი, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისის რეგიონული დირექტორი რუდოლფ შოხი, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, თსუ-ის პროფესორ-მასწავლებელები და სტუდენტები დაესწრნენ.
ლექსიკონი ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ბაზაზე მომზადდა. იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია პროფესორი რამაზ ქურდაძე. გამოცემა განხორციელდა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.
გამოცემა 10 წლის განმავლობაში მესამე სამეცნიერო პროექტია, რომელიც შესრულდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს თანადგომით. 2006-2007 წლებში გამოიცა თეორიული და პრაქტიკული კურსი კოლხურ (მეგრულ-ლაზურ ) და სვანურ ენებში მცირე ლექსიკონით. ამ გამოცემათა სერიის გაგრძელებაა წინამდებარე ლექსიკონი, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიის ოთხი მონათესავე ენის 6000-მდე ლექსიკურ ერთეულს ინგლისური თარგმანით. მისი ბეჭდურად გამოცემა ძალიან აქტუალურია, რადგან, ერთი მხრივ, წარმოაჩენს ქართველური ტომების ერთიანობა-სიახლოვის სურათს, ხოლო, მეორე მხრივ – ქართველურ ენებში არამონათესავე ენების (რუსულის, ბერძნულისა და თურქულის) გავლენის კვალს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს უმწერლობო ქართველური ენების ლექსიკის არა მარტო შესწავლას, არამედ მოხმარების გააქტიურებასაც, რაც გარკვეულ შემთხვევებში თავიდან აგვაცილებს ამა თუ იმ ძირძველი ქართველური ლექსემის დავიწყებასა და გაუჩინარებას.
ნაშრომი საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ეს არის პირველი ცდა ერთდროულად ყველა ქართველური ენის ლექსიკის წარმოდგენისა ინგლისური თარგმანით. ქართველურ ენათაგან ამოსავალია ქართული ენის მონაცემები, შემდეგ მოცემულია სხვა ქართველური ენების შესაბამისი ნიმუშები და ბოლოს ინგლისური შესატყვისები. ამ კუთხით ლექსიკონი შეძლებს მომხმარებელთა ფართო წრის ინტერესის დაკმაყოფილებას როგორც ჩვენში, ასევე უცხოეთშიც.
ღონისძიება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებაზე აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ რექტორის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილებით გამოვლენილი სტიპენდიანტი დაასახელა. ანა სიმონიშვილი რექტორის ხელფასიდან ერთი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას - 250 ლარს მიიღებს.

« იხ. ყველა სიახლე