ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-06-29

ვიტოლდ ბროსტოუს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩრდილოეთ ტეხასის (აშშ) უნივერსიტეტის რეგენტ პროფესორს, მასალათა მეცნიერებების და ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორს, ავანგარდული მასალების მსოფლიო ფორუმის (Polychar)-ის პრეზიდენტს,  საპატიო პროფესორს ვიტოლდ ბროსტოუს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, მეცნიერები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.
„დღეს ჩვენი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგანაც საპატიო დოქტორის წოდებას ვანიჭებთ ძალიან ცნობილ პროფესორს ვიტოლდ ბროსტოუს, რომელმაც სერიოზული წვლილი შეიტანა ქიმიის დარგის განვითრებაში. ის არის ძალიან მჭიდრო კონტაქტში ჩვენ ქიმიკოსებთან, მათ აქვთ არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პუბლიკაცია, ასე რომ, ლოგიკური იყო ამ პიროვნების აღიარება ჩვენს უნივერსიტეტში და მისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება“,-განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„ეს არის ბიძგი, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაიზარდოს თანამშრომლობა ქართველ მეცნიერებთან. მე წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი უნივერსიტეტთან და მის წარმომადგენლებთან, თსუ წარმომადგენლები მუშაობდნენ ჩემთან ერთად ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, რაც ძალიან ნაყოფიერი იყო“,- აღნიშნა უნივერსიტეტში ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის რეგენტ პროფესორმა ვიტოლდ ბროსტოუმ.    
პროფესორ ვიტოლდ ბროსტოუ ქიმიის და ქიმიურ მასალათმეცნიერების დარგის თვალსაჩინო მკვლევარი, ჩრდილოეთ ტეხასის (აშშ) უნივერსიტეტის მასალათმეცნიერების ცნობილი ლაბორატორიის (LAPOM) დამაარსებელი და ხელმძღვანელია. პროფესორ ვიტოლდ ბროსტოუ არის რამდენიმე უნივერსიტეტის Dr.H.C., ევროაკადემიის წევრი, მექსიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების წევრი, მასალათმეცნიერების საერთაშორისო საბჭოს თვმჯდომარე, მასალების სწავლების ჟურნალის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, საქართველოს ქიმიურ საზოგადოების საპატიო წევრი და სხვა. პროფესორი ვიტოლ ბროსტოუ არის რამდენიმე რეიტინგული ჟურნალის თანარედაქტორი და რედკოლეგიის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს 390-მდე სამეცნიერო ნაშრომი მაღალი რეიტინგის სამეცნიერო ჟურნალებში.

Print

« იხ. ყველა სიახლე