2010-05-28
თსუ–ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ ახალი პრეზიდენტი აირჩია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე მოწვევის სტუდენტურმა თვითმმართველობამ
ახალი პრეზიდენტი დაასახელა. დაჩი გუბაძე 110 დელეგატიდან დამსწრე 101
დელეგატმა აირჩია. სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე–პრეზიდენტები ირაკლი
სამხარაძე, ბექა ახლოური და უჩა ჯღამაძე გახდნენ.
სტუდენტური თვითმმართველობის მესამე მოწვევის არჩევნები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 მაისს ჩატარდა. 17 561 სტუდენტიდან თავისი არჩევანი 6482 ამომრჩეველმა გააკეთა. ცესკოს მონაცემებით კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურასთან დაკავშირებით განცხადებები და საჩივრები არ შემოსულა. არჩევნები შედგა და მან დარღვევების გარეშე ჩაიარა.
ფაკულტეტებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებით 110 დელეგატიდან 106 „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ წევრია, დარჩენილი 4 ადგილი სამმა დამოუკიდებელმა და „სტუდენტური ერთიანობის“ 1 წარმომადგენელმა გადაინაწილეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა სიახლე