2015-10-12
პროექტის „ადგილობრივი და რეგიონული თემების ხელშეწყობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ადგილობრივი და რეგიონული თემების ხელშეწყობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისათვის“ (LoRDeP) პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაში ევროპის საბჭოს, სენტ–ეტიენის უნივერსიტეტის, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
„პროექტს სენტ-ეტიენის უნივერსიტეტთან ერთად ვახორციელებთ. ჩვენი ფაკულტეტიდან რამდენიმე სტუდენტი შეირჩა, რომლებიც ფრანგ სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად განახორციელებენ ამ კვლევას“- განაცხადა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ.
ღონისძიება ევროპის საბჭოს, სენტ–ეტიენის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) და თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
"პროექტის მონაწილე სტუდენტები მუნიციპალიტეტში კვლევით საველე სამუშაოებს ჩაატარებენ, ადგილობრივ თვითმმართველობას შეისწავლიან და გაეცნობიან კულტურულ და რეგიონალურ განვითარებას, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ცხოვრების ხარისხის ზრდას“-განაცხადა სენტ-ეტიენის უნივერსიტეტის პროფესორმა ანნე პისომ.
პრეზენტაცია წარმოადგენს 12–16 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი ვორქშოფის შესავალ ნაწილს. ვორქშოფს საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის ინიციატივა განავრცოს 2016–2017 წლების საქართველო–ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა ტერიტორიული განვითარების პროექტებზე, რომლებიც დაეფუძნება ტერიტორიის მიმართ, როგორც კულტურული მემკვიდრეობისადმი მიდგომას და საფუძვლად დაედება "ადგილობრივი და რეგიონული პროექტების" (LoRDeP) განვითარებას.

« იხ. ყველა სიახლე