2013-12-01
გაეროს მოდელირება - "პალესტინელი ხალხის უფლებები"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის
"გაეროს მოდელირების" ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა პალესტინის ავტონომიის საკითხზე იმსჯელეს. გაიმართა გაეროს მოდელირებული სესია, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის წარმომდგენმა სტუდენტებმა პალესტინის მომავალზე გამართეს დისკუსია. მათ წარადგინეს სხვადასხვა ქვეყნის პოზიციები თემაზე
"პალესტინელი ხალხის უფლებები".
თსუ რექტორის მოადგილემ მერაბ ელიაშვილმა სტუდენტებს მიმართა და აღნიშნა, რომ „სტუდენტები მსოფლიოში მეტად გავრცელებულ და პოპულარულ იმიტაციურ თამაშს წარმოადგენენ. ისინი გამოთქვამენ და იცავენ ამა თუ იმ ქვეყნისთვის დამახასითებელ, პოლიტიკური ვითარების შესაბამის შეფასებებს, რეკომენდაციებს. ეს ძალიან საინტერესოა, მით უფრო იმ ქვეყნის სტუდენტობისთვის, რომელსაც თავად გააჩნია პოლიტიკური ხასიათის პრობლემები. მსგავსი ღონისძიება ძალიან საჭირო და სასარგებლოა ახალგაზრდებისთვის.“
„მოხარული ვარ, რომ გაეროს მოდელირება გაიმართა. მასში ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდები მზად არიან ახალი იდეებისთვის, ახლებურად აზროვნებისთვის,“ - აღნიშნა საქართველოში გაეროს წარმომადგენელმა ნილ სკოტმა.
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ღონისძიების ორგანიზატორმა სოფიო ჩიტაძემ „გაეროს მოდელირების“ შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „მსგავსი ღონისძიება საკმაოდ აპრობირებულია სხვა ქვეყნებში, საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს სტუდენტებს მოემზადონ, პირველი ნაბიჯები გადადგან, გაეცნონ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის წესს, შიდა სამზარეულოს. ეს ხელს შეუწყობს და გაუადვილებს მათ მომავალში საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციის დაფიქსირებასა და ქვეყნის ინტერესების დაცვას.“
გაეროს ასამბლეაზე ინდოეთის პოზიციის წარმდგენმა, თსუ სტუდენტმა ნანა აჭაიძემ ინდოეთის მოსაზრება გაახმოვანა: „წარმოვადგენ ინდოეთს გაეროს ასამბლეაზე. ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას პალესტინასთან დაკავშირებით და მხარს ვუჭერ პალესტინას, მის სუვერენიტეტს. ინდოელი ხალხი თვლის, რომ პალესტინელ ხალხს უფლება აქვს ჰქონდეს სახელმწიფო.“
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის წევრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ახალგაზრდული გაეროს ელჩი.

« იხ. ყველა სიახლე