ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-02-01

თსუ–სა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


1 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაცი ის  კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი კომიტეტის თავმჯდ ომარემ დავით დარჩიაშვილმა, თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა მოაწერეს.
ხელშეკრულების მიზანია საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების აქტიურ საკითხებზე საკანონმდებლო და საკონსულტაციო პოტენციალის ორმხრივი გამოყენება, დაგეგმილი ერთობლივი ღო ნისძიებების განხო რცი ელება.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად იყვნენ ჩართულები ევროინტეგრაციის საკითხებში, ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ექსპერტების ჯგუფს, რომლების გადაწყვეტილების მიღებისას პროფესიულ ანალიზს წარმოადგენენ და საზოგადოების მოლოდინს ასახავენ, ვფიქრობ ეს თანამშრომლობა ორმხრივად დადებითი და შედეგიანი იქნება“, – აღნიშნა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
მემორანდუმის თანახმად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლები ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის მაგისტრებსა და დოქტორანტებს სამომავლო კვლევებში ექსპერტულ მხარდაჭერას გაუწევენ.
„ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ჩვენ ვსაჭიროებთ, რომ მოხდეს საზოგადოებისა და საკითხის ექსპერტთა მაქსიმალური ჩართულობა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებში, მათ შორის თავისუფალი სავაჭრო და ეკონომიკური ზონის, ასევე ევროსტრუქტურებში გაერთიანებისა და სამომავლო პერსპექტივების საკითხებში. მოხარული ვარ, რომ ამ კავშირების გაღრმავებისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აქტიურად ზრუნავენ“, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.


იხილეთ დანართი

Print

« იხ. ყველა სიახლე