2015-05-07
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან ბრასორი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ან ბრასორი თსუ რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თსუ სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია ისე როგორც არასდროს" (“Democracy, Human Rights and the Rule of Law more important than ever”).
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირს შორის განსხვავებაზე, ევროპის საბჭოს საქმიანობაზე, მის ძირითად ღირებულებებზე: ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე ისაუბრა. მან ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე და ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ გადადგა ამ მიმართულებით.
„მოხარული ვარ, რომ მაქვს სტუდენტებთან შეხვედრის შესაძლებლობა და მადლობას ვუხდი თსუ რექტორს, რადგან ნება დამრთო მათთვის წამეკითხა ლექცია, მესაუბრა ევროპის საბჭოს მნიშვნელობაზე, ვინაიდან ევროპის საბჭო არის ჭესშმარიტად ევროპული ინსტიტუტი 47 წევრი ქვეყნით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვისუბრო ახალგაზრდებთან, მოვუსმინო მათ კითხვებს და გავცე პასუხები. მოხარული ვარ, რომ მაქვს მათთან დიალოგის საშუალება და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებთან პრობლემების მოგვარების გზებზე ერთობლივად მსჯელობის შესაძლებლობა“,- განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასორმა.
„დემოკრატია საკმაოდ რთული მოვლენაა, ეს არის მუდმივი პროცესი და ჩვენი ევროპული ორიენტაცია მოითხოვს, საზოგადოებამ გაითავისოს თუ რას ნიშნავს დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ამიტომ, დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო ქალბატონი ან ბრასორის ინიციატივა, რომ შეხვედროდა ჩვენს სტუდენტებს, ვინაიდან ის სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტის დროს ყოველთვის ითხოვს ამ აუდიტორიასთან შეხვედრას,“-განაცხადა თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
ლექციის ბოლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა უპასუხა ახალგაზრდების კითხვებს და ისაუბრა სტუდენტების როლის მნიშვნელობაზე პოლიტიკაში.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, პარლამენტარები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები დაესწრნენ.

« იხ. ყველა სიახლე