2017-08-21
სტუდენტური სამეცნიერო პროექტი
თსუ სტუდენტური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს გადაწყვეტილებით დაფინანსდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო პროექტი - I საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა „
საქართველო-ისრაელის ურთიერთობები - ახალი ტექნოლოგიების მართვა ურბანულ და აგრარულ სექტორებში“ (საქართველო, ბათუმი, გონიო. 2-9 აგვისტო, 2017).
პროექტი ეძღვნება საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.
საზაფხულო სკოლის მუშაობაში სტუმრის და მომხსენებლის რანგში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთა შორის არიან ისრაელის ელჩი საქართველოში
შაბთაი ცური, თბილისის მერი
დავით ნარმანია, ბათუმის მერის მოადგილე
ბაგრატ მანველიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ავთანდილ მესხიძე, თსუ-სა და ბსუ-ს უნივერსიტეტების პროფესორები, სტუდენტები, მეცნიერები, სპეციალისტები და ბიზნესმენები საქართველოდან და ისრაელიდან.
საზაფხულო სკოლის მიმდინარეობისას მოეწყო თემატური მოხსენებები და დისკუსიები; ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს პრეზენტაცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ვიზიტი ზუგდიდის სასათბურე მეურნეობაში; შემოქმედებითი აკვასემინარი; ვიზიტი აჭარის ერთ-ერთ აგროფირმაში; აჭარის ბუნებრივი, ისტორიული და ურბანული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. დაფუძნდა ცენტრი „იდეა“-ს სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი და სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ხელშემწყობი ფონდი.
დღეისათვის გახორციელებულია პროექტის პირველი ნაწილი - საზაფხულო სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა. მთლიანად პროექტი დასრულდება ნოემბერში.
« იხ. ყველა სიახლე