2010-05-10
თსუ–ში აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას 80 წლის იუბილე აღინიშნა
10 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას 80 წლის იუბილე აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებას აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. იუბილეზე სიტყვით სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, აკადემიკოსის კოლეგები და მეგობრები წარსდგნენ.
ღონისძიებაზე გიორგი ლევაშოვ–თუმანიშვილის დოკუმენტური ფილმის „რექტორი“ ჩვენებაც გაიმართა. ფილმი აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას მოღვაწეობას ასახავს.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა ოკუჯავა დაიბადა 1930 წლის 25 თებერვალს ქ. თბილისში. 1947 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-2 საშუალო სკოლა. 1950-56 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1959-61 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1960 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
1961-90 წლებში ვაჟა ოკუჯავა ხელმძღვანელობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის განყოფილებას, ამავდროულად აქტიურ სამეცნიერო-საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1966 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1969 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება, 1974 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 1973-75 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში, 1975-80 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, 1978-88 წლებში - ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უჯრედის ფიზიოლოგიის, პათოლოგიისა და ფარმაკოლოგიის ლაბორატორიის გამგე, 1993-97 წლებში – სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე.
1962 წელს ვაჟა ოკუჯავა აირჩიეს იუნესკოსთან არსებული ტვინის გამოკვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრად; 1975 წელს – ქართული ფიზიოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტად ; დღიდან დაარსებისა (1975 წ.) რედაქტორობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ¨მაცნეს¨ (ბიოლოგიის სერია), 1978-87 წლებში იყო საზოგადოება ¨ცოდნის¨ თავმჯდომარის მოადგილე, საერთაშორისო ჟურნალების: ,, Нейрофизиология ,, (1975-91 წწ.), ,,Electroencephalography and Clinical Neurophysiology” (1978-88 წწ.), სარედაქციო საბჭოების წევრი. 1997 წლიდან არის საერთაშორისო ჟურნალის „Epilepsy Research” რედკოლეგიის წევრი, აგრეთვე, ეპილეფსიის ევროპული აკადემიის წევრი (1998 წლიდან).
ვაჟა ოკუჯავამ თავისი გამოკვლევებით, რომელთა რიცხვი 250 - ს აღემატება, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნეირობიოლოგიის მრავალი აქტუალური პრობლემის გადაჭრის საქმეში. მისი ნაშრომები ეხება ზოგადი ნეიროფიზიოლოგიის ფუნდამენტურ პრობლემებს, ამავე დროს დაკავშირებულია თანამედროვე პრაქტიკული ნევროლოგიის გამოყენებით ასპექტებთან.
ვაჟა ოკუჯავამ, პირველად ჩვენს ქვეყანაში, ფართოდ დანერგა უნატიფესი მიკროფიზიოლოგიური მეთოდები თავის ტვინის ელემენტარული სტრუქტურების მოქმედების შესწავლის საქმეში.
1980 წლის 12 მარტს ვაჟა ოკუჯავა დაინიშნა თსუ-ის რექტორად. ამ პერიოდში აღინიშნა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მნიშვნელოვანი გაფართოება ფაკულტეტებსა და კათედრებზე, ბევრი ახალი ლაბორატორიის შექმნა და ამუშავება. აკადემიკოსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად 1985 წლამდე იყო.
1981 წელს ვაჟა ოკუჯავა ი. ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა, 1999 წელს კი, შრომებისათვის თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის ნეირონების ფუნქციონირების საკითხებზე, მას მიენიჭა ხორეზმის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა სიახლე