2010-04-30

„არჩევნები და მისი თავისებურებები უკრაინაში“

29 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   კიევ-მოგილიევოს აკადემიის პოლიტიკური ანალიზის სკოლის დირექტორის ოლექსი ჰარანის საჯარო ლექცია გაიმართა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (აშშ) რუსეთის პოლიტიკის ახალი გამოწვევების პროგრამის ხელმძღვანელი  სტუდენტებს თემაზე „არჩევნები და მისი თავისებურებები უკრაინაში“ ესაუბრა.
შეხვედრაზე უკრაინის საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებები, უკრაინის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი პოლიტიკური შეხედულებები განიხილეს. ოლექსი ჰარანმა 2010 წლის უკრაინის არჩევნების შედეგებზე და საქართველო-უკრაინის ურთიერთობისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელა.
შეხვედრა  გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის  „სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით“ ციკლის ფარგლებში განხორციელდა.




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე