2011-02-01
ფრენკ დაგლას ფერისს თსუ–ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
1 თებერვალს ამერიკელ ექიმს, პალიატიური მედიცინის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამის დირექტორს –
ფრენკ დაგლას ფერისს თსუ–ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ღონისძიებას თსუ–ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ენიჭება ადამიანებს, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ განათლების სისტემისა და სხვადასხვა დარგის განვითარებაში. დოქტორი ფერისი პალიატიური მზრუნველობის შესახებ საუბრობდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში ამ დარგზე არაფერი იცოდნენ, შემდეგ მან ამ დარგის განვითარებაში შეიტანა წვლილი და დღეს მისივე შეფასებით ჩვენ რეგიონში ლიდერები ვართ“, – განაცხადა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
მედიცინის დოქტორი ფრენკ დაგლას ფერისი სან დიეგოს ჰოსპისთან არსებული პალიატიური მედიცინის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამის დირექტორია; დოქტორი მრავალი ცნობილი პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის პუბლიკაციისათვის – „პალიატიური მზრუნველობის ჩატარების მოდელი: დაფუძნებული ნაციონალურ პრინციპებსა და პრაქტიკის ნორმებზე“, 2003 წელს მას დედოფალ ელიზაბეტ II ოქროს მედალი მიენიჭა.
„პალიატიური მზრუნველობის დარგში შემუშავებული სტანდარტები და პრაქტიკა გვეხმარება შევქმნათ სათანადო გარემო და ჩვენ გვეცოდინება – რა გველის იმ შემთხვევაში თუ თავად დაგვჭირდება დახმარება. 2003 წლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენ ვართ უნიკალური ცვლილებების მომსწრენი და თანამონაწილენი, საქართველო რეგიონში არის უდაო ლიდერი დარგის განვითარების მხრივ და მოხარული ვარ, რომ დღეს ამის თქმა თამამად შემიძლია“, – აღნიშნა დოქტორმა ფერისმა.

« იხ. ყველა სიახლე