2015-04-17
შეხვედრა თსუ დოქტორანტებთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა რუსთაველის ფონდის კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს შეხვდა და წარმატებულ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამახსოვრო მედალი და სერტიფიკატები გადასცა.
„ჩვენმა დოქტორანტებმა მოახერხეს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტის მოპოვება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა სრულფასოვანი კვლევა ჩაატარონ და ეს კვლევა იყოს არამარტო იმისთვის, რომ დისერტაცია დაწერონ, არამედ წვლილი შეიტანონ მეცნიერებაში. უნივერსიტეტი ამაყობს ასეთი ახალგაზრდებით და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი მომავალში მეცნიერთა რიგებს გაამდიდრებენ“,-განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„ეს კონკურსი მეორედ გამოცხადდა, სადაც ვიღებდი მონაწილეობას და მოვიპოვე გამარჯვება, უკვე ტრადიციად იქცა, რომ წარმატებულ დოქტორანტებს რექტორი აჯილდოვებს, ჩვენთვის ეს ზალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვარ ამ ჯილდოს გამო“,- აღნიშნა თსუ დოქტორანტმა გიორგი ამირანაშვილმა.
2014 წლის დეკემბერში გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის შედეგად შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 376 საკონკურსო განაცხადი (თსუ-დან 150 განაცხადი) დარეგისტრირდა. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კონკურსის შედეგად 87 გამარჯვებული პროექტი გამოავლინეს. აქედან ნახევარზე მეტი - 45 პროექტი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტების მიერ არის წარდგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გამარჯვებული პროექტების ქულების მიხედვით რანჟირებულ სიაში რეიტინგულ პირველ ათეულში 7 პროექტი თსუ დოქტორანტებს ეკუთვნით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 45 დოქტორანტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაუნიშნავს სტიპენდიას, დაუფინანსებს სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯებს, საზღვარგარეთ სტაჟირებას ან კონფერენციაზე გამგზავრებას და მონაწილეობას.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი პირველად 2013 წელს გამოცხადდა. აღნიშნულ წელსაც თსუ იყო ლიდერი - გამარჯვებულ 135 პროექტს შორის 60 პროექტი თსუ დოქტორანტის მიერ იყო წარდგენილი.

« იხ. ყველა სიახლე