ილია აბულაძის სახელობის სტიპენდია
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს დიდი ქართველი მეცნიერის, ცენტრის დამაარსებლის, ილია აბულაძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
სტიპენდია განკუთვნილია მაღალი აკადემიური მოსწრების ჰუმანიტარული მიმართულების (ფილოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა) ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
ილია აბულაძის სახელობის სტიპენდია კონკურსის წესით გაიცემა 1 სტუდენტზე, თვეში ერთხელ, 1 სემესტრის განმავლობაში. სტიპენდიის ოდენობაა თვეში 100 (ასი) ლარი.
სტიპენდიის მიღების მსურველებმა 2011 წლის 1 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით (ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა) 18 საათამდე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინონ:
1. განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე (ფორმა კონკურსანტს ადგილზე მიეწოდება);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
4. აკადემიური მოსწრების ამსახველი დოკუმენტი, დამოწმებული დეკანატის მიერ;
5. ორი პედაგოგის (ერთი სასურველია – სამეცნიერო ხელმძღვანელის) რეკომენდაცია, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
6. სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში);
7. სამეცნიერო კონფერენციებში და პროექტებში მონაწილეობის ჩამონათვალი;
8. ერთ-ერთი მოხსენება/სტატია/ნაშრომი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
9. ესე ილია აბულაძის შესახებ (არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა).
10. საბუთების მიღება იწარმოებს 2011 წლის 1 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით (ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა) 18 საათამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი
მის.: მ.ალექსიძის ქ., 1/3
ტელ.: 181 361, 893 90 13 48
exb.edu@manuscript.ac.ge
საკონტაქტო პირი: შორენა მურუსიძე