ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-05-08

კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რომის საპიენცას უნივერსიტეტში (იტალია)


მიმართულებები ( ინგლისურენოვანი, იტალიურენოვანი): ლიტერატურა, ფილოსოფია, პოლიტიკის მეცნიერება. 

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი უნდა გადმოგზავნონ ა/წ 15 მაისის 16.00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 
outgoingmobility@tsu.ge!

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი; 
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე;  ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მიღების წერილის ქონა მხოლოდ სასურველია, სავალდებულო -  არა);
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; მინიმუმ 8 საათიანი სალექციო დატვირთვა; ერაზმუს+ ინსტიტუციონალური კოორდინატორის, თეა გერგედავას, ხელმოწერით და კანცელარიის ბეჭდით დამოწმებული) დანართი 1

მობილობის ხანგრძლივობა:
5 სამუშაო დღე

მობილობის პერიოდი:
2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება. 

დამატებითი ინფორმაცია: 
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის საშუალებით.

Print

« იხ. ყველა სიახლე