2011-03-04
გერმანიის საელჩოსა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ძალისხმევით, ცხადდება საბუთების მიღება 2012/2013 სასწავლო წლისთვის გერმანიის უნივერსიტეტების ინგლისურენოვან და გერმანულენოვან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
განაცხადის შეტანის მსურველთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 36 წელს.
საბუთების შეტანა შესაძლებელია ერთ–ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ მისამართზე:
-
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის საინფორმაციო ცენტრი (DAAD), 2011 წლის 31 ივლისის ჩათვლით;
-
თბილისში გერმანიის ფედერაციული საელჩო (სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი), 2011 წლის 31 ივლისის ჩათვლით;
-
მიმღებ უნივერსიტეტში 2011 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით);
-
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (ბონი, DAAD, Referat 431, 2011 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით).
აპლიკანტებს ასევე მოეთხოვებათ სახელმწიფო უწყებებში მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება და ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები:
-
DSH 2 ან TestDaF 4 – გერმანულენოვანი პროგრამებისთვის;
-
IELTS (6.0) ან TOEFEL (550 ქულა) – ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: დანართი 1, დანართი 2, დანართი 3, დანართი 4, დანართი 5.
« იხ. ყველა სიახლე