ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-03-27

ზვიად გამსახურდია - 80

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019 წლის 10-12 აპრილს ატარებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას. ღონისძიების პარტნიორია გამომცემლობა „არტანუჯი“, რომელიც საკონფერენციო ნაშრომებს წიგნად გამოსცემს.

საკონფერენციო მოხსნებების თემატიკა:

1) ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მოღვაწეობა;

2) საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორია (1956-1991);

3) ქართული საზოგადოება საბჭოთა პერიოდში (1956-1991);

4) საქართველო ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში;

5) კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი);

6) ზვიად გამსახურდიას მხატვრული შემოქმედება;

7) ზვიად გამსახურდია - ქართული ლიტერატურისა და კულტურის მკვლევარი;

8) ზვიად გამსახურდია - დასავლეთევროპული და ამერიკული ლიტერატურის მკვლევარი;

9) ზვიად გამსახურდიას მთარგმნელობითი მოღვაწეობა

კონფერენცია შედგება ორი სექციისაგან. პირველ სექციაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, დოქტორის ხარისხის მქონე მკვლევრები და დოქტორანტები, რომელთა დაინტერესების სფერო შეესაბამება კონფერენციის თემატიკას.
მეორე სექცია დაეთმობა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების თეზისები. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა თეზისებს სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციაც უნდა დაურთონ.

თეზისების გაფორმების წესი:

 • თეზისის ენა - ქართული
 • თეზისი მოგვაწოდეთ DOC (MS-Word) ფაილის სახით.
 • ფურცლის ზომა A4;
 • მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2 სმ.
 • შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen);
 • შრიფტის ზომა -12;
 • სტრიქონებს შორის მანძილი -1;
 • გვერდების რაოდენობა - 1 (250 სიტყვა)

თეზისის თავში მოათავსეთ შემდეგი ინფორმაცია:

•ავტორის სახელი და გვარი (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
•თეზისის სახელწოდება (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
•თეზისის ძირითადი ნაწილი - (შრიფტის ზომა 12 );

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15  წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.

მოხსენების თეზისები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: studentsconference2019@gmail.com  არაუგვიანეს 2019 წლის 15 მარტისა. კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 595 50 74 01; 593 16 20 44.
Print

« იხ. ყველა სიახლე