ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღთან დაკავშირებით 2019 წლის 28 მაისს მართავს ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა
2019 წლის 21 აპრილის 18.00 საათამდე, საკონფერენციო ნაშრომის თეზისები უნდა გადმოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: conference.library@tsu.ge. კონფერენციის ჟიურის მიერ თეზისების შერჩევის შემდეგ, მეორე ეტაპზე გადასულმა მონაწილეებმა,
არაუგვიანეს 24 მაისის 18.00 საათისა უნდა გადმოაგზავნონ საბოლოო ნაშრომები ელექტრონულ მისამართზე: conference.library@tsu.ge.
საკონფერენციო ნაშრომის თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას, საბოლოო ნაშრომის მოცულობა კი უნდა შეადგენდეს 1800 - 2400 სიტყვას. წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ის შრიფტით, ზომა - 11, დაშორება- 1,5. საბოლოო ნაშრომის წარმოდგენისას მონაწილეებმა ნაშრომში უნდა მიუთითონ გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.
თეზისებისა და საბოლოო ნაშრომის წარმოდგენისას სტუდენტმა უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, ფაკულტეტი, კურსი, საფეხური და მიმართულება რომელზეც სწავლობს.
მნიშვნელოვანი თარიღები:
21აპრილი 18:00 საათი -
თეზისების მიღების დასრულება
23 აპრილი -
კონფერენციაში მონაწილეთა გამოვლენა
24 მაისი 18:00 საათი -
საბოლოო საკონფერენციო ნაშრომებისა და საპრეზენტაციო ფაილების მიღების დასრულება
28 მაისი
- სამეცნიერო კონფერენციის გამართვა
საკონტაქტო პირი:
ირაკლი ირემაძე
ტელ: 595 95 66 72
ელ. ფოსტა : Irakli.iremadze@tsu.ge