საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროპის დღეების ფარგლებში აცხადებს საპარლამენტო დებატების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზე „ახალგაზრდობა ევროპისთვის“.
კონკურსი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
•სტუდენტთა შერჩევა
•მოსამზადებელი ტრენინგი, რომლის დროსაც კონკურსის მონაწილეები შეისწავლიან დებატების ტექნიკას და მიიღებენ ინფორმაციას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებსა და ევროპასთან ინტეგრაციის პროცესზე.
•საპარლამენტო დებატების ტურნირი, რომლის ფინალური ეტაპიც გაიმართება საქართველოს პარლამენტში.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები; გამარჯვებულები და საუკეთესო გამომსვლელები დაჯილდოვდებიან პრიზებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან:
•თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
•თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
•ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
•საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
•ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
•ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
•გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
•სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
•იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ აპლიკაციის
ფორმა
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 5 აპრილი!
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება 8 აპრილამდე.
მოსამზადებელი ტრენინგი გაიმართება 12-14 აპრილს, ხოლო დებატების ტურნირის თარიღზე ინფორმაცია ტრენინგის დროს გავრცელდება.
შეკითხვებისთვის მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე:
edagofficial@gmail.com ან დაგვიკავშირდით
სოციალური ქსელით
წარმატებას გისურვებთ!