2019-09-16
კონკურსი ერაზმუს+ სტაჟირების პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლისაბონის უნივერსიტეტში (პორტუგალია)
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ სტაჟირების პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
ლისაბონის უნივერსიტეტში (პორტუგალია)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე,
მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე და
დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ჰუმანიტარული მეცნიერებები.
კონკურსში მონაწილეობის მიღების წინაპირობაა პორტუგალიური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა!
მასპინძელი ოფისი/სტაჟირების ადგილი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისი
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა
ა/წ 26 სექტემბრის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ და პორტუგალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე)
შევსებული ხელშეკრულება (დამოწმებული სტუდენტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)
დანართი 1
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან ცნობა. ასევე, დაიშვებიან აპლიკანტები, რომელთაც უნივერსიტეტში სწავლის დროს გავლილი აქვთ ინგლისური ენის B2 დონე)
პორტუგალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი დონის მითითებით)
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
5 თვე (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
დამატებითი ინფორმაცია:
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
-„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!
« იხ. ყველა სიახლე