ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-05-16

რეგისტრაცია მედიაციის სასერტიფიკატო პროგრამაზე

40-საათიანი პროგრამა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) სასწავლო ცენტრისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის (TOU CoLE) ერთობლივი მხარდაჭერით, ცხადდება მსურველთა რეგისტრაცია მედიაციის სასერტიფიკატო პროგრამაზე. პრაქტიკული სწავლების კურსი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიული სფეროს წარმომადგენელთათვის, სამართლის სპეციალისტების, (ადვოკატებისა და ასოციაციის არაწევრი იურისტებისთვის), ფსიქოლოგების, ეკონომისტების, სოციოლოგებისა და სხვა ინტერდისციპლინური სფეროს წარმომადგენელი პროფესიული საზოგადოებისთვის.
მედიაციის ინსტიტუციონალიზაციისა და საამისოდ აუცილებელი საკანონმდებლო პლატფორმის ფორმირების დასრულების შემდგომ, მედიაცია როგორც საქმიანობის ახალი სფერო ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელთათვის კანონით საამისოდ გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე. ხოლო ადვოკატებს შეეძლებათ გააფართოონ პროფესიული საქმიანობის ფარგლები არა მხოლოდ სასამართლო, არამედ კერძო მედიაციის ასპარეზზე მედიატორისა და ადვოკატ-წარმომადგენლის სტატუსით. 
მედიაციის სწავლების 40-საათიანი პროგრამა უზრუნველყოფს მონაწილეთათვის მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებისა და რეგულირების პერსპექტივების, მედიაციის კანონპროექტით გათვალისწინებული გარანტიების, მედიაციის ფორმების, მედიატორისა და წარმომადგენლის მედიაციაში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძვლების, მედიაციის პროცესში მონაწილე პირთა ეთიკური ვალდებულებების გაცნობას, ასევე მედიაციის პროცესის ძირითადი ფაზების, მის ცალკეულ სტადიაზე პროცედურული მექანიზმების გამოყენების სტრატეგიის შესწავლას, ნეიტრალური მესამე პირის – მედიატორის სტატუსით  მედიაციის წარმართვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას სამედიაციო პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.
მედიაციის ტრენინგის პროგრამა შედგენილია საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით და ეფუძნება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ მედიატორთა ტრენინგ მოდულს.
პროგრამის მასალების ნაწილი შეიქმნა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში თსუ (იურიდიული ფაკულტეტის) დავის ალტერნატიული გადაწვეტის ეროვნული ცენტრისა (TSU NCADR) და ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCLH) (აშშ) აკადემიური თანამშრომლობის შედეგად, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ.
სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში 7-დღიან ტრენინგ-კურსს წარმართავენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი, სასამართლო  მედიატორი,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის მედიატორთა რეესტრის წევრი - ირაკლი ყანდაშვილი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ადვოკატი, მედიატორი - თორნიკე ბაქრაძე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი,  ფრანკ ევანსის კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის (აშშ, ჰიუსტონი, ტეხასი) სერტიფიცირებული მედიატორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის მედიატორთა რეესტრის წევრი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი - ნათია ჩიტაშვილი. ასევე, ადვოკატი, მედიატორი, სამართლის დოქტორი - ალექსანდრე წულაძე.

7-დღიან პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 ივნისი
ტრენინგი ჩატარდება 20/21/22/23/27/28/29 ივნისს
ტრენინგის საფასური 250ლ 
იხილეთ  სარეგისტრაციო ფორმა
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ს/კ 204864548

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი  708967499
გადახდის საფუძელში მიუთითეთ: კურსის დასახელება,სახელი, გვარი და პირადი ნომერი 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:
ტელ: (+995 32) 2987878 / 555070786 / 555010605 / 555007708


25-საათიანი პროგრამა

თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრის (TSU NCADR), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) სასწავლო ცენტრისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის (TOU CoLE) ერთობლივი მხარდაჭერით ცხადდება მსურველთა რეგისტრაცია ადვოკატთა ასოციაციის მიერ აკრედიტებულ პროგრამაზე: წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში.
პროგრამა განკუთვნილია სამართლის სპეციალისტებისათვის (ადვოკატებისა და ასოციაციის არაწევრი იურისტებისთვის) და მიზნად ისახავს მონაწილეთა მომზადებას პროფესიული პრაქტიკის ახალი მიმართულების - სამედიაციო საქმიანობის სფეროში წარმომადგენლობის განსახორციელებლად.
მედიაციის ინსტიტუციონალიზაციისა და საამისოდ აუცილებელი საკანონმდებლო პლატფორმის ფორმირების დასრულების შემდგომ, მედიაცია როგორც საქმიანობის ახალი სფერო ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელთათვის კანონით საამისოდ გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე. ხოლო ადვოკატებს/იურისტებს შეეძლებათ გააფართოონ პროფესიული საქმიანობის ფარგლები არა მხოლოდ სასამართლო, არამედ კერძო მედიაციის ასპარეზზე მედიატორისა და ადვოკატ-წარმომადგენლის სტატუსით. 
სწავლების 25-საათიანი პროგრამა მიზნად ისახავს იურისტისთვის წარმომადგენლის სტატუსით მედიაციის პროცესში მონაწილეობის უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც აუცილებელია  სამედიაციო პრაქტიკაში ჩართვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე ემსახურება მონაწილეთათვის მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებისა და რეგულირების პერსპექტივების, მედიაციის კანონპროექტით გათვალისწინებული გარანტიების, მედიაციის ფორმების, მედიატორისა და, უმთავრესად,  წარმომადგენლის მედიაციაში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძვლების, მედიაციის პროცესში მონაწილე პირთა, არსებითად იურისტ-წარმომადგენლის, ეთიკური ვალდებულებების გაცნობას,  მედიაციისათვის კლიენტის მომზადების მიზნით კონსულტირების წარმართვის უნარ-ჩვევების გაძლიერებას, მედიაციის პროცესის ძირითადი ფაზების, მის ცალკეულ სტადიაზე პროცედურული მექანიზმების გამოყენების სტრატეგიის შესწავლას.
მედიაციის ტრენინგის პროგრამა შედგენილია საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით და  ეფუძნება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ ტრენინგ მოდულს. პროგრამის მასალების ნაწილი შეიქმნა   ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP)  ფარგლებში თსუ (იურიდიული ფაკულტეტის) დავის ალტერნატიული გადაწვეტის ეროვნული ცენტრისა (TSU NCADR)  და  ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCLH) (აშშ)  აკადემიური თანამშრომლობის შედეგად, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ.
პროგრამის ფარგლებში 4-დღიან ტრენინგ კურსს წარმართავენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი, სასამართლო  მედიატორი,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის მედიატორთა რეესტრის წევრი - ირაკლი ყანდაშვილი; ადვოკატი, სასამართლო მედიატორი -  თორნიკე ბაქრაძე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი,  ფრანკ ევანსის კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის (აშშ, ჰიუსტონი, ტეხასი) სერტიფიცირებული მედიატორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის მედიატორთა რეესტრის წევრი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი - ნათია ჩიტაშვილი. ასევე, ადვოკატი, მედიატორი, სამართლის დოქტორი - ალექსანდრე წულაძე.

4-დღიან პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა  7 ივნისი.
ტრენინგი ჩატარდება 2019 წლის 13/ 14 / 15 / 16 ივნისს.
ტრენინგის საფასური: 150ლ
იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა.

ანგარიშის ნომერი:
 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ს/კ 204864548
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი  708967499
თანხის გადახდის საფუძელში მიუთითეთ: კურსის დასახელება სახელი, გვარი და პირადი ნომერი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:
ტელ: (+995 32) 2987878 / 555070786 / 555010605 / 555007708

Print

« იხ. ყველა სიახლე