2019-05-06

კონკურსი თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტში (თურქეთი).


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
-აკადემიურ  პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ეკონომიკა, ბიზნესი, ისტორია, ბიოლოგია, სოციოლოგია, ტურიზმი, იურიდიული;
-ცენტრალური ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შემდეგი დეპარტამენტებიდან: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი;
-ადმინისტრაციულ პერსონალს შემდეგი ფაკულტეტებიდან: ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა. 

განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პროფესორებს/ლექტორებს და  ადმინისტრაციულ პერსონალს, რომლებსაც აქამდე არ უსარგებლიათ ერაზმუსის სტიპენდიით აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტში.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი; 
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ფაკულტეტის დეკანის/დეპარტამენტის უფროსის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
შევსებული სამუშაო გეგმა (ერაზმუს+ ინსტიტუციური კოორდინატორის - თეა გერგედავას ხელმოწერით დამოწმებული)- დანართი1 (აკადემიური პერსონალი); დანართი2 (ადმინისტრაციული პერსონალი);
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი: uib@aku.edu.tr).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 15 მაისის 11:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება 

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
7 დღე (მგზავრობის დღეების ჩათვლით; მობილობა უნდა განხორციელდეს 2019 წლის ივნისის ბოლომდე)

შენიშვნა: 
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge


Print

« იხ. ყველა სიახლე