2010-10-28

კონკურსი ჟურნალისტებისათვის

საქართველოში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების
შესახებ დისკუსიის მხარდაჭერა
 
ახალი ტექნოლოგიების ცენტრის გაშუქებაზე
 
კონკურსის მიზანი
  1. საქართველოში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ დისკუსიის მხარდაჭერა
  2. ახალი ტექნოლოგიების ცენტრში დანერგილი ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის ინიციატივებისა და ტექნოლოგიების გაშუქების მხარდაჭერა მედიის საშუალებებით
 
კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი მიმართულება:
 
      ა.  საქართველოს სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტური პრაქტიკისა და  ტექნოლოგიების დანერგვის  მიზანშეწონილობის გაშუქება
       ბ. საზოგადოებრივ და კომერციულ შენობებში, საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და

    პრაქტიკის დანერგვისა და გამოყენების გაშუქება
 
პრიზების ოთხი კატეგორია
 
ჟურნალისტების კონკურსის ფარგლებში მედიის ოთხი საშუალებისთვის (ტელევიზია, რადიო, პრესა, საინფორმაციო სააგენტოები) გათვალისწინებულია სულ რვა პრიზით (ოთხი პირველი და ოთხი - მეორე) დაჯილდოვება.
 
თითოეულ კატეგორიაში პირველ ადგილზე გასული გამარჯვებული მიიღებს პრიზს 700 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მეორე ადგილზე გასული - პრიზს 300 აშშ დოლარის ოდენობით.
 

კონკურსის კატეგორიები
 
ჟურნალისტების კონკურსის კატეგორიები დაყოფილია მედიის შემდეგი საშუალებების მიხედვით:
 
სატელევიზიო სიუჟეტი – ორი პრიზი; პირველი – 700 აშშ დოლარი; მეორე – 300 აშშ დოლარი
 
რადიო სიუჟეტი – ორი პრიზი; პირველი – 700 აშშ დოლარი; მეორე – 300 აშშ დოლარი
 
ბეჭდვითი მედია – ორი პრიზი; პირველი – 700 აშშ დოლარი; მეორე – 300 აშშ დოლარი
 
საინფორმაციო მხარდაჭერა სააგენტოების მიერ (ნიუსები, ანონსები, პრესრელიზები) – ორი პრიზი; პირველი – 700 აშშ დოლარი; მეორე – 300 აშშ დოლარი
 

კონკურსში მონაწილეობის წესები
 
პრიზით დაჯილდოვდებიან ჟურნალისტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
 
  1. რაოდენობა – გამარჯვებულმა ჟურნალისტმა უნდა წარმოადგინოს:
    • ბეჭდვითი მედია – მინიმუმ 5 სტატია;
    • რადიო და ტელეჟურნალისტებმა – 3 სიუჟეტი;
    • საინფორმაციო სააგენტოებმა – 10 ნიუსი, ანონსი.
    • სტატია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 200 სიტყვისაგან, სიუჟეტები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ მოცულობას, საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია კი უნდა იყოს არანაკლებ 100 სიტყვისა.



  2. სტატიის აქტუალურობა /შესაბამისობა (0-20 ქულა) -  წარმოდგენილი სიუჟეტი/სტატია უნდა ასახავდეს რეალობას და  გასაგები უნდა იყოს მიზნობრივი ჯგუფებისთვის.


  3. ინფორმაციის სიზუსტე (10 - 20 ქულა) – მოწოდებული ფაქტების სისწორე.

  4. ვიზუალური ეფექტი და ორიგინალურობა (0-15 ქულა) - ვიზუალური ეფექტისა და ორიგინალურობისათვის გათვალისწინებულია დამატებითი ქულები.

  5. სტატიაში/სიუჟეტში ახალი ტექნოლოგიების ცენტრში ენერგოეფექტური ინიციატივების მითითება (0-20 ქულა) – უნდა უკავშირდებოდეს ან აღნიშნული უნდა იყოს ახალი ტექნოლოგიების ცენტრი (აუცილებელი პირობა), USAID/ნათელი, EBRD/ენერგოკრედიტი და სხვა (სასურველი, აღნიშნულ შემთხვევაში ნამუშევას დაერიცხება დამატებით 5 ქულა).

  6. სტატიები/გადაცემები უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული ან გაშუქებული. გამოუქვეყნებელი მასალა ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას. ჟურნალისტებმა უნდა მიაწოდონ შესაბამისი საკონკურსო მასალა კომპანია Wood Service-ს შესაფასებლად.
 
კონკურსში მონაწილეობა
 
4 ნოემბერს 10:00 სთ-ზე ახალი ტექნოლოგიების ცენტრში ჩატარდება სემინარი ჟურნალისტებისათვის, სადაც მათ საშუალება მიეცემათ უკეთ გაეცნონ საკონკურსო თემას. სემინარის ხანგრძლივობა არის 1 საათი.
 
სემინარში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში ჟურნალისტები უნდა დაგვიკავშირდნენ არაუგვიანეს 2 ნოემბრისა.
 
მიუხედავად იმისა მიიღებენ თუ არა ჟურნალისტები მონაწილეობას მათთვის ჩატარებულ სემინარში, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ჟურნალისტს. მათთვის, ვინც ვერ დაესწრო სემინარს, მასალები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია Wood Service -ის ვებ-გვერდზე (www.woodservice.ge) 5 ნოემბრიდან.
 
კომპანია ნებისმიერ დროს გასცემს შესაბამის კითხვებზე პასუხს ჟურნალისტებს.
 
მასალის მოწოდება
 
ყველა ჟურნალისტმა უნდა წარმოადგინოს Wood Service-ის ოფისში (მისამართი იხილეთ ქვევით) სტატიების ელექტრონული ვერსია (ვორდში ან პდფ ფაილად) ჟურნალის/გაზეთის სტატიის ასლით სადაც გამოქვეყნდა ეს სტატია, სატელევიზიო/რადიო გადაცემა (დვდ-ზე ან ვიდეო-ზე) დეტალებით თუ რომელ არხზე და რა დროს იყო გაშუქებული (საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ასლი ან/და ვებ-გვერდის მისამართი სადაც არის განთავსებული).
 
ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილი მასალა შეფასდება 3 ექსპერტის მიერ ზემოთ მოყვანილი კროტერიუმების შესაბამისად.
 
მასალის ჩაბარების საბოლოო ვადაა 2011 წლის 30 მარტი.
 
პრიზების გადაცემა მოხდება 2011 წლის 14 აპრილს.
 
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ შეცვალონ ვადები მოწოდებული მასალების არასაკმარისი რაოდენობის გამო.
 
მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია:
 
შპს ვუდ სერვისი
 
ახალი ტექნოლოგიების ცენტრი
დ. აღმაშენებელის ხეივანი, მე-15 კმ (თბილისის შემოსასვლელში)
0131 თბისილი, საქართველო
 
ტელ/ფაქსი: +995 32 333560/333650
ელ-ფოსტა: competition@woodservice.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე