2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა
ა) ა.ა. საბუთების მიღება
–
14 თებერვალი;
ა.ბ. უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება
–
15 თებერვალი;
ა.გ. სტუდენტთათვის აღაირებული კრედიტების გაცნობა
–
16 თებერვალი;
ა.დ. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება
–
18 თებერვალი.
ბ) ბ.ა. დოქტორანტურაში უცხო ენის გამოცდა
–
15 თებერვალი;
ბ.ბ. აპელაციაზე განცხადების მიღება
–
16 თებერვალი;
ბ.გ. აპელაცია
–
17 თებერვალი;
ბ.დ გასაუბრება სპეციალობაში – 17 თებერვალი.
----------------------------------
ა) ა.ა. საბუთების მიღება - 7 - 9 თებერვალი;
ა.ბ. უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 10 - 14 თებერვალი;
ა.გ. სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 16 თებერვალი;
ა.დ. საბოლოო შედეგების გამოცხადება - 17 თებერვალი;
ა.ე. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 17თებერვალი.
ბ) ბ.ა. დოქტორანტურაში უცხო ენის გამოცდა - 10 თებერვალი;
ბ.ბ. აპელაციაზე განცხადების მიღება - 11 თებერვალი;
ბ.გ. აპელაცია - 15 თებერვალი;
ბ.დ გასაუბრება სპეციალობაში - 16 თებერვალი;
მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის” დამტკიცების შესახებ №57/2010 დადგენილების შესაბამისად.
სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის მსურველი დოქტორანტი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდა უცხო ენაში და გაიაროს გასაუბრება სპეციალობაში. ის დოქტორანტები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ გამოცდას და გაივლიან გასაუბრებას ჩაირიცხებიან თსუ-ში.
-
მობილობის მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:
სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმომსვლელი სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში ფაკულტეტზე წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
• განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
• ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან;
• პირადობის მოწმობის ასლი;
-
სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა ჩარიცხვა
სტუდენტი ვალდებულია ჩარიცხვის ბრძანების გამოცემის შემდეგ 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია გაიაროს დადგენილ ვადაში და წარმოადგინოს პირადი საქმე.