2011-03-24

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გერმანიაში „რელიგიის როლი პოლიტიკური კონფლიქტების წარმოშობისა და მათი მოგვარების პროცესში“

აიხშტეტტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს საბუთების მიღებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მიზნით.
საზაფხულო სკოლა თემაზე: „რელიგიის როლი პოლიტიკური კონფლიქტების წარმოშობისა და მოგვარების პროცესში“ გაიმართება 2011 წლის 27 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით პროგრამის: „კონფლიქტის პრევენცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ცენტრალურ აზიასა და მოლდავეთში“, ფარგლებში.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგი სპეციალობის სტუდენტებს:
•    პოლიტიკური მეცნიერებები
•    საერთაშორისო ურთიერთობები
•    სოციოლოგია
•    რელიგიათმცოდნეობა
•    ჟურნალისტიკა
საბუთების შეტანა იწარმოებს 2011 წლის 22 აპრილამდე.
მონაწილეობის მიღების აუცილებელი წინაპირობაა გერმანული ენის კარგ დონეზე ფლობა.
მგზავრობის, ცხოვრებისა და ღამის თევის ხარჯებს აანაზღაურებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD).
გთხოვთ, თქვენი საბუთები ელექტრონული ფორმით გადაუგზავნოთ აიხშტეტტის უნივერსიტეტს  დანართში მითითებულ მეილზე.
საჭირო საბუთები:
•    სამოტივაციო წერილი (მინიმუმ 1 გვერდი)
•    CV
•    ნიშნების ფურცელი
დამატებითი ინფორმაცია განაცხადის შეტანის, საკონტაქტო პირისა და ელ–ფოსტის შესახებ იხილეთ დანართში.
Print

« იხ. ყველა სიახლე