2019-04-08

კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია და სტუდენტთა შერჩევა გერმანიაში საწარმოო პრაქტიკისთვის

ცნობილი გერმანელი მეწარმე, მეცენატი, მხატვარი, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებელი, თსუ საპატიო დოქტორი და საქართველოს დიდი მეგობარი, ბატონი კლაუს ჰიპი აგრძელებს გერმანულენოვანი საჯარო ლექციების კურსს ბიზნესის ეთიკის მიმართულებით.
მორიგი ლექცია თემაზე: „კორექტული ბიზნესი, როგორც ხანგრძლივი წარმატების საწინდარი,“ გაიმართება ა.წ. 15 აპრილს, ორშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206–ე აუდიტორიაში. ლექცია გაიმართება გერმანულ ენაზე, თარგმანის გარეშე.
ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, კლაუს ჰიპი თვითონ ირჩევს რამდენიმე სტუდენტს და იწვევს გერმანიაში, საკუთარ საწარმოში ერთთვიანი საზაფხულიო პრაქტიკის გასავლელად. პრაქტიკანტი სტუდენტები იღებენ მოგზაურობის, ცხოვრებისა და კვების სრულ დაფინანსებას. მათ საშუალება ეძლევათ ერთი თვის განმავლობაში იმუშაონ HIPP-ის საწარმოს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ, საფინანსო თუ ლოჯისტიკურ განყოფილებებში.
ლექციაზე დასწრება და შერჩევაში მონაწილეობა შეუძლია გერმანული ენის მცოდნე (სასურველია მინიმუმ A2 დონე) თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ყველა სტუდენტს! ამისათვის სტუდენტები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ მისამართზე: economics@tsu.ge ა.წ. 15 აპრილის, 12:00 საათამდე. რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტმა უნდა მოიწეროს სახელი, გვარი, სასწავლო პროგრამა, სწავლების საფეხური, სწავლების სემესტრი და ტელეფონის ნომერი.


Print

« იხ. ყველა სიახლე