ჰორიზონტი 2020

ჰორიზონტი 2020 არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამა დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რომელიც 7 წლის მანძილზე (2014-2020) გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო თუ კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებსა თუ ინოვაციებს და საუკეთესო იდეებს. პროგრამის მისიაა ხელი შეუწყოს ბრწყინვალე მეცნიერებას, უპასუხოს საზოგადოებრივ და ინდუსტრიულ გამოწვევებს.

ინფორმაცია  ჰორიზონტი 2020 პროგრამების შესახებ იხილეთ  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ჰორიზონტი 2020-ის  დაფინანსების და ტენდერების პორტალზე .

პროგრამის შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:  http://horizon2020.ge 

ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსების შესახებ იხილეთ მისამართზე:  
აღნიშნულ გვერდზე შესაძლებელია კონკურსების ფილტრაცია პროგრამების/ქვეპროგრამების და კონკურსების სტატუსის (მოსალოდნელი, ღია, დახურული) მიხედვით.

საცნობარო დოკუმენტები ხელმისაწვდომია Reference Documents განყოფილებაში.

მონაწილეთა პორტალზე შესაძლებელია პოტენციური პარტნიორების/კოლაბორატორების მოძიება, რისთვისაც საჭიროა Partner Search განყოფილებაში გადასვლა.

ჰორიზონტ2020 პროგრამებში მონაწილეთა საყურადღებოდ - თსუ დარეგისტრირებულია მონაწილეთა პორტალზე.  
თსუ-ს  მონაწილის საიდენტიფიკაციო კოდია (PIC): 999516034  

საპროექტო წინადადების წარდგენისთვის აუცილებელია დარეგისტრირდეთ მონაწილეთა პორტალზე. შემდეგ თქვენი პროფილიდან გადახვალთ სასურველ კონკურსზე და დაიწყებთ საპროექტო წინადადებაზე მუშაობას (start submission ). ინსტიტუციური პროექტის შემთხვევაში აუცილებელია მიუთითოთ ორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც იმუშავებთ. ამისთვის დაგჭირდებათ შესაბამისი ორგანიზაციის PIC ნომერის მითითება.  ხელმძღვანელობის შემთხვავეში  პროექტი საბოლოოდ დარეგისტრირდება ხელმძღვანელის პროფილიდან, ხოლო თანამონაწილის სტატუსით მონაწილეობის შემთხვევაში ჩაერთვებით წამყვანი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ საპროექტო წინადადებაში. მოწვევა პროექტში ჩართვაზე გამოიგზავნება ხელმღვანელის მიერ და აისახება თქვენს პროფილში.
დეტალური გზამკვლევი იხილეთ ვებზე:  Participant Portal H2020 Online Manual 

კონკურსებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მიმართეთ თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტებს: თამარ გოგუა, ლელა კვინიკაძე, ცისანა გავაშელი
მის.: თსუ I კორპუსი, ოთ. #113
ტელ.: 2 222 473
გამოქვეყნების თარიღი:2017-10-25 10:05:48