CALENDAR

ჰანს ზაიდელის ფონდი ახლოსაა ბავარიის ქრისტიანულ-სოციალურ კავშირთან. ფონდის სტიპენდიების პროგრამა მიმართულია ფინანსური დახმარების აღმოჩენისაკენ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული პირებისათვის 32 წლის ასაკამდე, რომელთაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება და სურთ, აიმაღლონ კვალიფიკაცია გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში.

დაწვრილებითი ინფორმაცია ფონდის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.hss.de/