ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით


დადგენილება №12
23 იანვარი, 2007


მაგისტრატურის გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფის
ღონისძიებების შესახებ

$1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №10 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების პირველ პარაგრაფში – ,,სამაგისტრო სპეციალობებისა და საკონკურსო ადგილების დადგენა” – შეტანილ იქნეს შესწორება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯზე.
2. მაგისტრატურაში სწავლება ფასიანია. საფასურის ოდენობა განისაზღვრება თითოეული სასწავლო წლისათვის დადგენილი საუნივერსიტეტო ტარიფების შესაბამისად.
3. მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთაგან 10% მიიღებს სრულ საუნივერსიტეტო დაფინანსებას.
4. საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტთა წახალისების მიზნით იქმნება მაგისტრატურის სტუდენტთა სტიპენდიის ფონდი.

2. დადგენილების მეორე პარაგრაფის მეორე ქვეპუნქში შეტანილ იქნეს შესწორება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მაგისტრატურაში სწავლების უფლება აქვს ბაკალავრს და მასთან
გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
2. უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალური ცნობა (აღიარება) ხდება “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.

3. დადგენილების მესამე პარაგრაფში –,,კონკური. ჩარიცხვა” - შეტანილი იქნეს შესწორება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მაგისტრატურა|ში ჩარიცხვა წარმოებს კონკურსის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც ტარდება წერითი გამოცდა სპეციალობაში. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას, ანუ მინიმუმ 51 ქულას. ცალკეული სამაგისტრო პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს დამატებით წინაპირობად უცხოური ენის ცოდნას.

$2. მაგისტრატურის გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები:
1. კონკურსის ჩატარების მიზნით იქმნება საფაკულტეტო დარგობრივი კომისია. თითოეული ფაკულტეტი წარმოადგენს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების კომისიის შემადგენლობას, რომელთა საფუძველზეც დგება ერთიანი საუნივერსიტეტო დარგობრივი კომისია. ამ კომიისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
2. კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება მეთვალყურეთა ჯგუფი.
3. კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი საჩივრების განხილვის მიზნით, იქმნება საპრეტენზიო კომისია. საპრეტენზიო კომისიის წევრი არ შეიძება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ან საგამოცდო კომისიის წევრი.
4. საგამოცდო კომისიის მუშაობას ზედამხედველობას უწევს სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი. მონიტორინგის ჯგუფის წევრი არ შეიძლება იყვნენ საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიის წევრები.

$3. მაგისტრატურაში მიღების მსურველთა რეგისტრაციისა და კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტს.
სასწავლო დეპარტამენტი შეიმუშავებს შესაბამის ნორმატიულ აქტებს და კონკურსის ჩატარების გრაფიკს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს - უნივერსიტეტის რექტორს 2007 წლის 25 იანვრამდე.


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭო თავმჯდომარე,
რექტორი