ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

2007 წლის 17ივლისის

დადგენილება N42

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო   კომისიის  შესახებ

 

„უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 18 ივნისის N 26 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების  თანახმად,

გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  და დამტკიცდეს საკონკურსო კომისია:

1. ასისტენტ– პროფესორების კონკურსის წესით არჩევის ვადა განისაზღვროს 2 წლით;
2. კონკურსის შედეგად შერჩეულ იქნეს 53 ასისტენტ–პროფესორი შემდეგი საგნებისა და მიმართულებების მიხედვით:
–  შესავალი სამოქალაქო სამართალში – 2 ადგილი;

    • ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი – 2 ადგილი;
    • სახელშეკრულებო სამართალი – 2 ადგილი;
    • სანივთო სამართალი – 2 ადგილი;
    • კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები – 2 ადგილი;
    • საოჯახო მემკვიდრეობითი სამართალი – 2 ადგილი;
    • შრომის სამართალი –  2 ადგილი;
    • საკორპორაციო სამართალი –  2 ადგილი;
    • სამოქალაქო სამართლის პროცესი –  2 ადგილი;
    • კონსტიტუციური (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი – 2 ადგილი;
    • ადამიანის ძირითადი უფლებები და თვისუფლებები –  2 ადგილი;
    • ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი –  2 ადგილი;
    • ადმინისტრაციული სამართლის პროცესი –  2 ადგილი;
    • საერთშორისო საჯარო სამართლი I – 2 ადგილი;
    • სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი –  2 ადგილი;
    • სისხლის სამართლის კერძო ნაწილი I –  2 ადგილი;
    • სისხლის სამართლის კერძო ნაწილი I I –  2 ადგილი;
    • სისხლის სამართლის პროცესი – 2 ადგილი;
    • შესავალი სამართალმცოდნეობაში – 2 ადგილი;
    • ქართული სამართლის ისტორია – 2 ადგილი;
    • კერძო სამართლის მიმართულებით – 6ადგილი;
    • საჯარო სამართლი მიმართულებით – 3 ადგილი;
    • სისხლის სამართლის მიმართულებით – 2 ადგილი;
    • სამართლის ისტორიისა და მეთოდების მიმართულებით –  2 ადგილი.

3. ასისტენტ–პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში უპირატესობა მიენიჭება იმ კონკურსანტებს, რომლებიც  ფლობენ უცხოურ ენას (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური).

4. ასისტენტ–პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება 2007 წლის 20 ივლისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2007 წლის 20 აგვისტო, კონკურსანტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს სასურველი მიმართულება და არაუმეტეს სამი საგანი. საბუთების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის დეკანატში – ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N 3, ტელ. 29 08 41.

5. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2007 წლის 20 სექტემბერს.

6. ასისტენტ–პროფესორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 5 წევრით:
– სამართლის საფუძვლებისა და მეთოდების მიმართულებით –  ლევან ბეჟაშვილი (კომისიის თვმჯდომარე);

    • საჯარო სამართლის მიმართულებით – ნიკოლოზ გვარამია;
    • საერთაშორისო სამართლის მიმართულებით –  ირინა ქურდაძე (კომისიის მდივანი);
    • კერძო სამართლის მიმართულებით –  ქეთევან ქოქრაშვილი;
    • სისხლის სამართლის მიმართულებით – ზაზა მეიშვილი.

7. დადგენილება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე.

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება ოქმი N 08.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი